გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
მონა ლიზა
თეგები: #ინდიგო N20

პლაგიატია ეს? | მერსი შელი

ის, რის გარეშეც ადამიანებს არსებობა არ შეუძლიათ, ერთმანეთის გამეორებაა. სხვების მიბაძვა აუცილებელიცაა, ეს საკუთარი თავის მიბაძვაა ყველაზე დიდი უბადრუკობა.

იდეები იცვლებიან და იხვეწებიან. პლაგიატი საჭიროებაა. მის აუცილებლობას პროგრესიც ადასტურებს. პლაგიატი ავტორის ფრაზებს ეჭიდება, მის თვითგამოხატვის ფორმებს იმეორებს, მაგრამ, ამავე დროს, მას ყალბ ნოტებს აცლის და ნამდვილი იდეით ანაცვლებს. ამიტომ, თუ რაღაც უკვე ნათქვამია და ნათქვამია კარგად, წარბშეუხრელად მიითვისეთ, გაიმეორეთ.

თუ ერთი ადამიანის იდეებს ითვისებთ, ეს პლაგიატია; თუ – ბევრისას, ეს უკვე კვლევაა. ორიგინალურობა სხვა არაფერია, თუ არა პლაგიატი, რომელიც სხვებს შეუმჩნეველი დარჩათ. შემოქმედებითობა და პლაგიატი თითქმის განუყოფელი ცნებებია.

მკითხველი კი განზომილებაა, სადაც ტექსტში შემავალი თითოეული ციტატა უდანაკლისოდ ინახება: ტექსტი სრულყოფილია არა მისი წარმომავლობის, არამედ მისი საბოლოო წერტილამდე მიღწევის გამო. ტექსტის ადრესატს პიროვნული შტრიხები ეკარგება, მკითხველს აღარც საკუთარი ისტორია აქვს, აღარც ბიოგრაფია და

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა