მე რომ მიყვარდა,

იმ 90-იანური ბრიტპოპ-ჯგუფის სახელივითაა.

და ისე ჟღერს, როგორც: „მომეწონა „ოაზისის“ ახალი ალბომი,

მაგრამ „ალტერნატიული ფაქტებისა“ უკეთესია!“

 

მგონი, დამარცხებას ამიერიდან უნდა ეწოდოს „ალტერნატიული გამარჯვება“.

ორგულობას, შესაბამისად, „ალტერნატიული სიყვარული“.

და რა უნდა ეწოდოთ ენოტებს, რომლებმაც სახურავი გამომიხრეს?

ალტერნატიული შინაური ცხოველები!

 

ხარჯი გადაუხდელია? მე უბრალო ვარ –

მე, უბრალოდ, ალტერნატიული ფულით გადავიხადე.

 

ტორტი ამიერიდან უნდა იწოდებოდეს „ალტერნატიულ ნიახურად“.

სტუდენტებო, ნუ მოიწყენთ ორიანის გამო, ეს ხომ ალტერნატიული ხუთიანია.

და რაღაა ეს შოკოლადის დონატი, მე რომ გიახლები? ალტერნატიული ვაშლი.

 

ეს არაა ღიპი, ეს ჩემი ალტერნატიული მუცლის კუნთია.

„ნიუ-იორკ ნიკსი“ იქნება NBA-ს 2017 წლის ალტერნატიული ჩემპიონი,

გამხმარი ხე ჩემს ეზოში – ალტერნატიული მებაღეობა.

 

შენ შეგიძლია ამას ძილი უწოდო, ჩემთვის ალტერნატიული ვარჯიშია.

წებოვანი ლაქები და მოთხუპნილი ულვაში – ალტერნატიული მაკიაჟი.

 

ჩოგბურთზე თუ მიდგება საქმე, მე ალტერნატიული სერენა ვარ,

ტანმოვარჯიშეებში კი ალტერნატიული სიმონე.

და ეს ბეტონი – ალტერნატიული გამწვანებაა.

 

გაურეცხავი სპორტული სამოსის ეს ჭუჭყიანი გროვა –

ალტერნატიული კომპოსტირებაა.

რამდენი ჩვენგანია აქ იმის გამო,

რომ ჩვენმა მშობლებმა სცადეს უმანკოების ალტერნატიული შენახვა.

აქვე ჩიფსები: ალტერნატიული სტაფილოები.

 

მე რომ მკერდჩავარდნილი თინეიჯერი ვიყავი,

ეს ალტერნატიული პლასტიკური ქირურგია იყო.

ლიფში წინდები მიწყვია.

ეს ალტერნატიული დინება

ჩემს სიმორცხვეებს მართლა ხითხითით ჩამარეცხვინებს.

მე შენ ფეხებზე არ გიკიდებ,

უბრალოდ, ალტერნატიულ ყურადღებას გაქცევ.