ჩარლზ ბერნსტაინი

ჩარლზ ბერნსტაინი (1950) - ამერიკელი პოეტი და ესეისტი. ე.წ. ენის (L=A=N=G=U=A=G=E) პოეტური ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი წევრი. პენსილვანიის უნივერსიტეტში 2004 წელს შესრულებული ეს ლექცია სულ მცირე წარმოდგენას თუ შექმნის ამ მნიშვნელოვანი ავტორის ენასთან მუშაობის, პოეტური ტექნიკების ძიება/გამოგონებების წარმოუდგენლად დიდ გამოცდილებასა და მის შედეგებზე.

 

[ჩემს ლექციას ეწოდება „რა აქცევს ლექსს ლექსად“.
ახლა მე ჩავრთავ წამზომს და დროს დავინიშნავ.]

ეს არ არის სიტყვების გარითმვა სტროფების ბოლოს.
ეს არ არის ფორმა.
ეს არ არის სტრუქტურა.
ეს არ არის მარტოობა.
ეს არ არის ადგილმდებარეობა.
ეს არ არის ცა.
ეს არ არის სიყვარული.
ეს არ არის ფერი.
ეს არ არის გრძნობა.
ეს არ არის საზომი.
ეს არ არის ადგილი.
ეს არ არის განზრახვა.
ეს არ არის სურვილი.
ეს არ არის ამინდი.
ეს არ არის იმედი.
ეს არ არის საგნის არსი.
ეს არ არის სიკვდილი.
ეს არ არის დაბადება.
ეს არ არის ხეები.
ეს არ არის სიტყვები.
ეს არ არის ის, რაც სიტყვებს შორისაა.
ეს არ არის საზომი.
ეს არ არის საზომი.

[წამზომი გამოსცემს სიგნალს]
ეს დროის განცდაა.

 

თარგმანი: ვაკო ნაცვლიშვილი, გიორგი ხასაია