ready-made (ვახუშტი მენაბდე, ზაალ ანდრონიკაშვილი, „ინდიგო“ #30)

 

თბილისში ჩნდება რაღაც სიახლე,

რაღაც კულტურა,

რომელიც მიუღებელია კონსერვატულად განწყობილი უმრავლესობისთვის.

მათ აქვთ პროტესტი ჭრელად ჩაცმული ადამიანის მიმართ,

სრულიად ახალი,

მათთვის მიუღებლის მიმართ

და ეს არის კულტურული რევოლუციის სიმპტომი.

 

ხალხი გამოვიდა და

დაიკავა ქვეყნის მთავარი პოლიტიკური მოედანი,

მთავარი ეროგენული ზონა.

კონტრდემონსტრანტები სვამენ კითხვებს:

ვინ არის ეს ხალხი და

რატომ დგანან იქ, სადაც ჩვენ უნდა ვიდგეთ?

ხომ არ გვეცილებიან ისინი პოლიტიკურ ძალაუფლებაში?

იქ დგას ვიღაცა,

და ეს ვიღაცა არის ის,

ვისაც ხელი მიუწვდება რაღაც ისეთზე,

რაზეც მე არ მიმიწვდება.

ხომ არ გვეცილებიან ისინი პოლიტიკურ ძალაუფლებაში?

 

კორდონის მიღმა მდგარი ხალხის

ერთი ნაწილი გულწრფელია

და ჩვენ გვჭირდება მათი მოტივების ანალიზიც,

ამ ხალხს აწუხებს ის,

რაც ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს.

ხელისუფლება ვერ უმკლავდება

უზარმაზარ სოციალურ პრობლემებს

და სურს, ეს უკმაყოფილება სხვა კალაპოტში გადაიტანოს.

ამ მოვლენას აქვს სოციალური განზომილებაც,

შესაძლოა, ასევე უკავშირდებოდეს ეკონომიკურ მდგომარეობას,

როგორც რაღაც ისეთს,

რაც კულტურულ და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის წინაპირობაა.

 

მთავარი ეროგენული ზონა, 9 აპრილის მოედანი,

რომელიც დატვირთულია დიდი ისტორიით.

ყველა მნიშვნელოვანი აქცია თანამედროვე საქართველოში აქ ხდება.

და ის სიმბოლოა ხალხის პოლიტიკაში მონაწილეობის.