იქვეა სტალინის ობელისკი. ბენზინგასამართი სადგურის უკან დამალული.

1935 წლის 16 დე­კემ­ბერს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კომ­პარ­ტი­ის ცე­კას ბი­უ­რომ მი­ი­ღო დად­გე­ნი­ლე­ბა „ამხ. სტა­ლი­ნის ცხოვ­რე­ბი­სა და
რე­ვო­ლი­უ­ცი­ო­ნე­რულ მოღ­ვა­წე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლე­ბის მო­ნიშ­ვ­ნის შე­სა­ხებ“. დად­გე­ნი­ლე­ბით თბი­ლის­ში შვიდ ობი­ექ­ტ­ზე უნ­და გან­თავ­სე­ბუ­ლი­ყო მე­მო­რი­ა­ლუ­რი ნი­შა­ნი ‒ მათ შო­რის ყო­ფი­ლი „ბოზარჯიანცის და შვი­ლე­ბის“ თამ­ბა­ქოს
ფაბ­რი­კის ფა­სად­ზე.

ფაბ­რი­კის წინ, ნი­კო­ლო­ზის ჯვრის ად­გი­ლას, სა­გან­გე­ბო ობე­ლის­კი აღ­მარ­თეს ‒ წარ­წე­რით, რომ აქ, თამ­ბა­ქოს ფაბ­რი­კის მუ­შებს შო­რის ამ­ხა­ნა­გი სტა­ლი­ნი რე­ვო­ლუ­ცი­ურ აგი­ტა­ცი­ა-­პ­რო­პა­გან­დას ეწე­ო­და.

დღეს ობე­ლისკს ვერც კი შე­ნიშ­ნავთ ‒ მას ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი ფა­რავს; ლი­თო­ნის ასო­ე­ბი მოხ­ს­ნი­ლი­ა, თუმ­ცა დაკ­ვირ­ვე­ბულ თვალს მა­ინც შე­უძ­ლია შრიფ­ტის ნაკ­ვა­ლე­ვის წა­კითხ­ვა, რო­მე­ლიც შავ კონ­ტუ­რე­ბად შერ­ჩა მარ­მა­რი­ლოს.