ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ქალაქი

სამგორის გვირაბში

-ათ ლარზე მეტი ვერ ვიშოვეო.
- ვაიმე, ერთი ვინ არის ეგ რომ ვერ იშოვა? და შენ რა გგონია, ახლა მაგას ფულის მეტი რა აქვს. მოვიდე მანდ, მოვიდე.
- უქენი ორი-სამი კოვზი, გემოზე მიხვდები, ზღაპარო გამოგივა, ზღაპარი.
- როგორ ხარ?
- როგორ ვიქნები აბა, უფულო ხალხის ხელში.
- მშვენიერია, ორი თვე ჩაიცვამ კიდევ, მაქედან გადახვალ შიბლეტებზე. მოგცემ 25-ში.
-არა, უნდა წავიდე.

-დაჯექი, რაღაც უნდა გითხრა, მოდი, ისე ვერ გეტყვი თუ არ დაჯდები. დაჯექი, ასე იჯექი, გიყურებ. ოხ, რა ხარ შენა, რა ხარ შენა. მაიმუნების ერთი ხარ.
- მეთქი ვიღაც მოკვდა, ჩემს დასთან გადავრეკე, დედაჩემს რამე ხომ არ მოუვიდა-მეთქი.

- კარგებია ქალბატონო, სკეიჩერსები, გამძლეა.
- ნონა, ჩაგვაკარტოჩკე ერთი და უთუბზე დადე ჩვენი სურათი, რა.  გოგო, ეს კალონკაზე მუშაობს ქვეყანა ფული აქვს,   თუ არა, ის იქნება, სტაიანჩიკი. სტაიანჩიკებს იცი რამდენი ფული აქვთ?
- გოგა, მოდი იყიდე ჩემთან რამე, მე შენთან ვიყიდი.
- ეს რა ღირს?
- ათ ლარში მოგცემ, ჩემო კარგო.

-შენ ღატლაკუცას შეიყვარებ? მე ღარიბი ვარ, ფულიანებს ეძებ შე, დამპალო, შენა.

- ა, ღია ფერი უნდა, აქეთ ხომ გიდევს რაღაც ღია?
- ის მაქვს, მაგრამ სამთო ვარიანტია.
- მერე სამთო არ არის?
- რომელი?
- აქ გედო სადღაც, კაცო.
- აი, ეს არის, მაგრამ ღია ფერიო.
- ღია ფერია, აბა, რა არის ეს?
-რომელი?
- ეს. ეს დალტონიკია და ვერ ხედავს.  ეს ღიაა ღია, ღია ფერია.
- ხო, მაგრამ პატარაა.
- არა, მართლა დალტონიკია.