გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ემიგრაცია

სნიკერსი | რუსკა, ვაშინგტონი

რუსკა, 43 წლის, ვაშინგტონი

დღესაც ყველაზე ხშირად ვყვები 80-90-იანების ამბებს. ახალსაც და ძველ ნაცნობებსაც სულ ვუყვები, რომ ჩვენთან მაშინ არ იყო წყალი, არ იყო გაზი და დენი, რომ არ მქონდა ავტობუსის ფული, რომ ინსტიტუტში წავსულიყავი. რომ ბიჭები ერთმანეთს ქუჩაში ესროდნენ და კვდებოდნენ, კვდებოდნენ, სულ კვდებოდნენ.

ვყვები, რომ არანაირი კანონი და წესი აღარ არსებობდა და ვისაც რა უნდოდა, იმას აკეთებდა. დედაჩემი და მე რომ ვიჯექით და პურის ფული არ გვქონდა, საერთოდ არაფერი არ გვქონდა. რომ ვფიქრობდით, რა გვექნა ხვალ, უცბად დედაჩემს ვუთხარი, სნიკერსი ისე მინდა-მეთქი. სნიკერსი ისეთი ფუფუნება იყო მაშინ. რაღაც წამებში, უცბად მეზობელი შემოვიდა და სნიკერსი შემომიტანა. მახსოვს ეს ამბავი, როგორც რაღაც მაგიური მომენტი. ვყვები მეორე ამბავს, ჩემს მეგობარს რომ დავეხმარე რაღაცის თარგმნაში, უბრალოდ დავეხმარე. გავიდა თვეები, მე და დედაჩემი ისევ ვზივართ და ვფიქრობთ, რა გავყიდოთ, რომ საჭმელი ვჭამოთ და უცბად მოდის ჩემი მეგობარი და მოაქვს 20 ლარი. რომ დამეხმარე, ის პროექტი დამთავრდა დ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა