გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სუბურბიები

2031 წელს, როდესაც დედამიწაზე რვა მილიარდზე მეტნი ვიქნებით, ექვსი მილიარდი ქალაქში იცხოვრებს. ურბანიზაციის შეჩერება შეუძლებელია, ეს ათასების, ასი ათასების მიგრაციაა ინტენსიური ყოველდღიურობისკენ. მაგრამ ურბანულ მატრიცას თავისი ლოგიკა აქვს – პროცესი ცენტრიდან პერიფერიისკენ მიდის. ძველი ქალაქები ახალ ლანდშაფტებს ითვისებენ, შთანთქავენ დაბებს, დასახლებებს და წლების შემდეგ თავიანთ ორგანულ ნაწილად აქცევენ. ეს ჩვენი კოლექტიური ცნობიერების სურათია.

არაფერი ინახავს გამოცდილებებს და მეხსიერებას ისე, როგორც ქალაქის რელიეფი.

გზატკეცილიდან, თბილისის ზღვის ჩრდილოეთით, ახალი დასახლების ფრაგმენტი მოჩანს. შორიდან, სქელ ნისლში ცხრასართულიანი კორპუსების სვეტები და ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მინის ფასადი მირაჟივით ლივლივებს. 4 მილიონი კვადრატული მეტრის შიშველ ტრამალებზე თბილისის ზღვის ახალი ქალაქის კორპუსები დგას. ალაყაფიან ეზოს დაცვა იცავს, ლანდშაფტის დიზაინერების დაპროექტებულ ბაღში შადრევანი და ხელოვნური მდინარე მორაკრაკებს. ათ წელიწადში იქ უნდა გაშენდეს: 5-ვ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა