დღეს, ბავშვისათვის პლანშეტები, მობილური ტელეფონები და კომპიუტერები ზუსტად ისაა, რაც თოჯინები, მანქანები და ბურთები იყო მათი მშობლებისა და მშობლების მშობლებისათვის.

თუკი ადრე შვილების ცოდნის გასაღრმავებლად მშობლები წიგნებს იძენდნენ, ახლა აპლიკაციების და კომპიუტერული თამაშების შერჩევა და გაჯეტების საგანმანათლებლო ფუნქციით გამოყენებაც შეუძლიათ.  

ქვევით რამდენიმე ქართულ Android აპლიკაციაა, რომლებიც ბავშვების განათლებას და გარკვეული უნარების განვითარებას უწყობს ხელს. 

ინტერაქტიული ანბანი

მიუხედავად იმისა, რომ ეს აპლიკაცია მე და ჩემმა მეგობრებმა, რამდენიმე წლის წინ შევქმენით, დღესაც ბევრი მომხმარებელი ჰყავს. აპლიკაცია ელექტრონული წიგნების პორტალის saba.com.ge-ს პროექტია და პატარებს ქართული ანბანის შესწავლაში ეხმარება. მოსახერხებელია უცხოელებისთვისაც, ვისაც ქართული ენის შესწავლა სურთ.

მათემატიკური ბუშტები

ამ თამაშის წესები მარტივია. მოთამაშემ სწორედ უნდა გამოთვალოს ბუშტებზე გამოსახული მათემატიკური ოპერაციების შედეგები და თითი შესაბამის ღილაკს მიაჭიროს. მათემატიკური ბუშტები თქვენი პატარების მათემატიკური უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.
 
ნაცარქექია

ეს მობილური აპლიკაცია სინამდვილეში ინტერაქტიული წიგნია, რომლის წაკითხვა შეიძლება და მოსმენაც. სხვადასხვა პერსონაჟებზე დაწკაპუნებით ბავშვი წიგნის გმირებს ეურთიერთება, რაღაც ახალს ისმენს მათგან და თან ერთობა. ანალოგიური პრინციპით არის შექმნილი ქვევით მოყვანილი რამდენიმე აპლიკაციაც (4-დან 9-ის ჩატვლით). 

 დაახარისხე და გადაამუშავე

 ეს აპლიკაცია ერთ-ერთ მწვანე ფილოსოფიის მატარებელ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით შევქმენით ახალგაზრდა პროგრამისტების გუნდთან (SeeMind-თან) ერთად. ამ აპლიკაციის საშუალებით ბავშვი ნარჩენების დახარისხებისა და გადამუშავების პროცესს მართავს. თამაშით სწავლობს როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ნარჩენები, რა შეიძლება დავამზადოთ მასალისგან, რომელიც ნაგავში ხვდება. შესაბამისად ნარჩენების დიფერენცირების და მათი გადამუშავების მნიშვნელობასაც ხედავს.  

თალგამი

ელექტრონული წიგნების მაღაზიის lit.ge-ს მიერ შექმნილი ინტერაქტიული წიგნი

 

სათაგური
ელექტრონული წიგნების მაღაზიის lit.ge-ს მიერ შექმნილი ინტერაქტიული წიგნი.

არაკი
ელექტრონული წიგნების პორტალის saba.com.ge-ს მიერ შექმნილი ინტერაქტიული წიგნი.

მახინჯი ჭუჭული
ელექტრონული წიგნების მაღაზიის lit.ge-ს მიერ შექმნილი ინტერაქტიული წიგნი.


შოშია
ელექტრონული წიგნების მაღაზიის lit.ge-ს მიერ შექმნილი ინტერაქტიული წიგნი.
 
ჯიუტი თხები
ელექტრონული წიგნების პორტალის saba.com.ge-ს მიერ შექმნილი ინტერაქტიული წიგნი.