იერუსალიმის შემდეგ, ებრაელი პილიგრიმებისთვის ყველაზე წმინდა ადგილად ესთერის და მორდეხაის საფლავი ითვლება. სამარხი, ჰამადანის ძველი ბაზრის ცენტრში მდებარეობს. შესასვლელზე დავითის ვარსკვლავი კიდია, რომელსაც ორი ქვედა ქიმი აქვს მოტეხილი. სამუშაო განრიგი ამბობს, რომ ძეგლი ღიაა ყიველდღე, შაბათუს გარდა, თუმცა ვიღაც გამვლელი მოვიდა, გამომელაპარაკა, ტელეფონზე დარეკა, ინგლისურად გეტყვისო და იქიდან ძალიან მეგობრული ტონით მითხრეს, რომ ხვალბგაიხსნებოდა.


პოლიტიკური გარიგებით ესთერი აქემენიანთა მეფეს, ქსერქსეს გაჰყვა ცოლად და მის გამზრდელ, მორდეხაისთან ერთად სპარსეთის იმეპრიაში ებრაელთათვის სრულ ძალაუფლებას მიაღწია მას შემდეგ, რაც ქსერქსეს ებრაელთა მტრების დახოცვის უფლება გამოსთხოვა. ისტორიული წყაროებით ამ ამბავს 70 ათასამდე სპარსელი შეეწირა. 


დაკაკუნება მაინც ვცადე და შემდეგ ზარი დავრეკე. კარი 80 წელს გადაცილებულმა ნაჯედმა გაგვიღო. ჩვენთან ერთად ორი ჰამადანელიც იყო, რომლებსაც კომპლექსის დათვალიერება აინტერესებდათ, მაგრამ ვინაობის გამოკითხვის შემდეგ გარეთ დარჩნენ. ნაჯედი იმ ცხრა ებრაელიდან ერთერთია, ვინც ისტორიული ეპოქიდან ქალაქს შემორჩა და დღემდე აქ ცხოვრობს. ერთმანეთში სპარსულად ვლაპარაკობთ, მაგრამ წირვა ჰიბრუზე მიმდინარეობსო. საფლავებთან მოხვედრამდე მცირე ზომის დარბაზია გასასვლელი, სადაც დღემდე სინაგოგა ფუნქციონირებს.

მუდმივად საათზე იყურებოდა, სასწრაფოდ შემოიარა ყველაფერი და გასასვლეკისკენ წავიდა. სულ დაახლოებით ნახევარი საათი გამომივიდა გაჩერება, არადა იმდენად დიდი ენერგია იგრძნობოდა, რომ ორგანიზმივეხლაც ვიბრირებს. ქართული სუვენირი თუ გაქვს რამეო. ათ ლარიანი ვუსახსოვრე, წინ აკაკი და უკან დედა ჩემია მეთქი #ჯანდაბაში