ჯანდაბაში შევარდნაძეებთან:


მანქანასთან მოსულ ადამიანს ბიჯანი ოცი წუთი ეკითხებოდა სოფლის ისტორიას, სანამ მოგვიბრუნდებოდა და გვეტყოდა, რომ აქ პირველი მოსახლეები ქართველები იყვნენ. რა ქართველები? უცნაურია ხანდახან ადამიანს რამდენად უნდა გაგისწოროს. მაგრამ მაინც ვერ გავიკვირვე სათანადოდ... ჯაჰანაბადი რატო ერქვა, ის უფრო მაინტერესებდა...


აქ ერთი ქუჩაა, რომელზეც სოფლის თავი გამოვიდა და ჩაიზე შეგვიპატიჟა. მალე მთელი სოფელი იქ შეიკრიბა.
ყანებში სამ-დონიანი სამარხია, რომლის ქვაზეც უცნობი ტექსტი წერია ძველ ენაზე, აბა ინტერნეტში ნახე ქართული ანბანი, მგონი ეგ უნდა იყოსო - ისევ მოკლედ გადმოგვცა ჩვენმა მეგობარმა. ლოგიკით ასომთავრული ან ნუსხური უნდა ყოფილიყო, მაგრამ ქვის ნახვა ვერ მოვახერხეთ, ღამით ვიღაცეებს მოუპარავთ ერთი ორი თვის წინ.


სოფლის თავმჯდომარემ საძინებელში შვილი გააგზავნა და გენეოლოგიური წიგნი გამოატანინა, სადაც შაჰ რეზა ფაჰლავის დროიდან მოყოლებული თემის ყველა მამაკაცია მიხსენიებული. განსაკუთრებულად წარმატებულები მოკლე ბიოგრაფიული მონაცემებით და ფოტოებით არიან გამოყოფილი. ვიღაც ირანის ნაკრებში მიუწვევიათ 80-იან წლებში სათამაშოდ. ალი ხანიმ სორბონა დაამთავრა და დიპლომატად მუშაობდა.


ბევრი ჩაის და სტუმრების გაცნობის შემდეგ ჯაჰანაბადის დასათვალიერებლად გავედით. თუმცა ვინმესთან მისვლას აზრი არ ჰქონდა, რადგან მთელი მოსახლეობა ჩვენთან ერთად დადიოდა.
დელეგაციის საპატიო წრის დროს, ეზოდან კაცი გამოვიდა და გვკითხა არწივის ნახვა ხო არ გვინდოდა. სადღაც სიბნელეში ჰყავდა დაკეტილი და ბადის მოხსნის დროს ბოსტანში გამოიქცა, მაგრამ ბევრი სირბილის შემდეგ სიმინდის ძირებში გაიჭედა და დავიჭირეთ. სინამდვულეში ჰამიდი და არწივი დიდი ხნის მეგობრები არიან. პატარაობისას შეიფარა დაჭრილი და მის მერე აქ ცხოვრობს. საღამოობით სანადიროდ უშვებს და ესეც, წლებია უკვე ბუდეში ბრუნდება.
ზაგროსის მთების ლორესტანის ნაწილში ორი ეთნო-ჯგუფი ლორები ლაკები დომინირებენ, რომლებსაც საკუთარი დიალექტი და მჭიდრო კავშირი აქვთ თემთან. ჯაჰანაბადის მოსახლეობის გვარი ქართულად - შევარდენის სახლს ნიშნავს. ხორამაბადთან, მთის ძირის ჩაყოლებაზე, რამდენიმე სოფელში მხოლოდ შევარდნაძეები ცხოვრობენ. ისინი ორი ისტორიული ძმის, ბაჯულვანდის და ბეირანვანდის მემკვიდრეები არიან, რომლის განშტიებებიც ცალკე გვარებადაა დაყოფილი.


ეთნოგრაფთან და ისტორიკოსთან, ალირეზა თაჰმასეფთან წავედით შესახვედრად. მაგიური დამთხვევით პროფესორი სწორედ ამ სოფელზე უყვობიდა ბიჯანს, რომ იქ ქართველები ცხოვრობდნენ #jandabashi