ფილოლოგი ლევან გიგინეიშვილი იოანე პეტრიწზე ავტობუსში, რომელიც იოანე პეტრიწის ქუჩას მიუყვება.

 

 

საქართველოს დამოუკდებლობის დღის აღსანიშნად კამპანია სახელად „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე“ რამდენიმე მედიუმში დაიწყო.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და კრეატიული სააგენტო “ლივინგსტონის” ერთობლივი პროექტი მრავალკომპონენტიანია და მოიცავს სხვადასხვა შემოქმედებით გადაწყვეტებს ციფრულ სივრცეში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და ქუჩებში, სადაც ადამიანებს ამ მედიუმებისთვის შექმნილი თავგადასავლები დახვდებათ.

იდეა „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე“ დგას ცოდნის გაზიარებაზე და ამ ფორმით საქართველოს ისტორიის შეხსენებაზე. პროექტის მიზანია საქართველოს დიდ ქალაქებში - მთავარი ქუჩების სახელებისა და გვარების გაცოცხლება, ცნობილი ადამიანების შესახებ ისტორიის მოყოლა, მათი როლისა და ღვაწლის შეხსენება, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის და ამით საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაფასება.

 

* საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და ლივინგსტონის ერთობლივი პროექტი