აბლეფსია ბერძნული სიტყვაა და ცალ ან ორივე თვალში მხედველობის დაკარგვას ნიშნავს.
მსოფლიოში მილიარდზე მეტი ადამიანი მცირემხედველია, 36 მილიონი კი – უსინათლო.

საქართველოში ზუსტად არ იციან, რამდენი ადამიანი ცხოვრობს აბლეფსიით.

202-ე სკოლა ჯერჯერობით ერთადერთი ადგილია, სადაც მცირემხედველი და უსინათლო ბავშვები სპეციალური პროგრამით სწავლობენ.