21 ოქტომბერს მწერალთა სახლში ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ჟიურიმ გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოავლინა.

პრემია „ლიტერა“ მწერალთა სახლმა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ 2015 წელს დაარსეს. „ლიტერას“ დაჯილდოების ცერემონიალი წელს მეოთხედ გაიმართა.