მინდოდა, მეცადა, ექსპოზიცია ისე ამეწყო, რომ გამოსახულების შინაარსიც და მისი წარმოჩენის ფორმაც თანაბრად მნიშვნელოვანი ყოფილიყო. ასეთი მიდგომა ინტერპრეტაციის სივრცეს ზრდის და სათქმელის აბსტრაგირებასაც ახდენს. ექსპოზიციის ადგილად Chaos Concept Store ავირჩიე, რადგან ასეთი ექსპერიმენტის ადგილი არც ერთ white cube-ში არ მეგულებოდა. მჭირდებოდა ცალსახად კონტრასტული გარემო, სადაც ნამუშევრების შინაარსს გარემო კიდევ უფრო მეტად გამოკვეთდა და გაამძაფრებდა. Chaos Concept Story-ის ყვითელი ოთახი ზუსტად ასეთი ადგილი იყო. ეს ფოიერვერკები და დამსხვრეული მინები დამთვალიერებელთა ნაწილისთვის ერთი აქტის სხვადასხვა განზომილება იყო - როგორც აფეთქების შემდეგ დარჩენილი კვალი და როგორც ზეიმი. ყველა თავის შინაარსს ეძებდა და ეს იყო საინტერესო.