ფოტოკონკურსის მიზანია გენდერული თანასწორობის მიმართ მხარდაჭერის გაზრდა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების თანადგომის გაძლიერება.       

კონკურსის ინიციატორები და ორგანიზატორები არიან: ევროკავშირის პროექტი "ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად" და “ინდიგო”.

ახალი კორონავირუსის პანდემიის შედეგად, კარანტინი და იზოლაცია, ფინანსურ და ემოციურ სტრესთან ერთად ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. გაზრდილი აუნაზღაურებელი სამუშაო, ბავშვებსა და მოხუცებზე ზრუნვა და ჯანდაცვის გადატვირთული სერვისები ამძაფრებს COVID -19–ის გავლენას ქალებზე.

პროექტი ”ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად” დაინტერესებულია თუ როგორ აისახება ფოტოებში ქალების განსაკუთრებით რთული მდგომარეობა COVID -19-ს პირობებში. მონაწილეებს შეუძლიათ გაგვიზიარონ თავიანთი ფოტოები და დაგვანახონ როგორ შეიცვალა ქალების ცხოვრება სახლში კორონავირუსის დროს და როგორ ამსხვრევენ ქალები გენდერულ სტერეოტიპებს.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, ნებისმიერი ასაკის პროფესიონალ და მოყვარულ ფოტოგრაფს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 5 ფოტო, რომელიც პასუხობს კონკურსის შინაარსს.

შეფასების კრიტერიუმები:

  • ფოტოს იდეა: რამდენად ასახავს ფოტო მთავარ გზავნილს
  • თემის წარმოჩენის კუთხე
  • ვიზუალური მიდგომა და ფორმა
  • ფოტოები გადაღებული უნდა იყოს კარანტინის დაწყებიდან, 22 მარტიდან ფოტოების გამოგზავნის ბოლო დღის 19 ივნისის ჩათვლით  

ტექნიკური მოთხოვნები:

  • ფოტოები უნდა იყოს 1,500 px, მაღალი ხარისხის JPEG ფორმატი, (8 და ზემოთ), დაახლოებით 1000kb სიდიდის, SRGB.
  • ფინალისტებს გარკვეულ ეტაპზე მოეთხოვებათ წარმოადგინონ ორიგინალი ფოტო RAW ან JPEG ფაილები გადამოწმების მიზნით. ფოტოს უნდა ჰქონდეს გამოფენისთვის შესაბამისი ხარისხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება ფოტოების  დისკვალიფიკაცია.
  • ნებადართულია ფოტოების მინიმალური ციფრული დამუშავება, მაგალითად: მინიმალური სიმკვეთრე, კონტრასტი, გაღიავება ან ჩამუქება. ფოტო შეიძლება იყოს როგორც ფერადი, ისე შავ-თეთრი. ფოტოს არ უნდა ჰქონდეს ზედ დატანებული სახელი ან ლოგო. ფოტოს არ უნდა ჰქონდეს დამატებული ჩარჩო

როგორ დავრეგისტრირდე?

აპლიკაციის შესავსებად დააჭირეთ აქ.

ფოტოების გამოგზავნის ვადა და დაჯილდოების პროცესი

  • ფოტოების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2020 წლის 24 მაისიდან 2020 წლის 19 ივნისის ჩათვლით, თბილისის დროით 23:59 საათამდე.
  • მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასული ფოტოები გამოქვეყნდება ჟურნალ "ინდიგოში     " და მის სოციალური მედიის პლატფორმებზე     . მეორე ეტაპზე გადასული ფოტოების ავტორებს წინასწარ ეცნობება აღნიშნულის შესახებ.
  • მხოლოდ მეორე ადგილზე გადასულ ფინალისტებთან და გამარჯვებულებთან მოხდება დაკავშირება ელ.ფოსტით ან ტელეფონით 2020 წლის 26 ივნისამდე.
  • მოთხოვნისთანავე      მეორე ეტაპზე გადასულმა ავტორებმა უნდა წარმოადგინონ ფოტოზე აღბეჭდილი პირების ინფორმირებული თანხმობა კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე (საჭიროების შემთხვევაში      ჩვენ მოგაწვდით თანხმობის წერილს)

რა არის პრიზი?

გამარჯვებულებს გადაეცემათ შემდეგი პრიზები:

  • პირველი ადგილი – 2000  ევრო
  • მეორე ადგილი – 1500 ევრო
  • მესამე ადგილი – 1000 ევრო

ვინ შეარჩევს და შეაფასებს ფოტოებს?

მეორე ადგილზე გასულ და გამარჯვებულ ფოტოებს გამოავლენს ქართველი და უცხოელი პროფესიონალი ფოტოგრაფებითა და გენდერის ექსპერტით დაკომპლექტებული ჟიური.

დამატებითი პირობები

პროექტი „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ იტოვებს უფლებას, შეცვალოს ან გააუქმოს კონკურსი ან მასთან პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით დაკავშირებული ნებისმიერი ღონისძიება, გრაფიკი, გეგმა ან სხვა საკითხი, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიზეზით, თუ პროექტის გუნდი ჩათვლის საჭიროდ.

თუ რამდენიმე მცდელობის მიუხედავად კონკურსანტთან დაკავშირება ვერ მოხერხდება, პროექტი „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ იტოვებს უფლებას, შესთავაზოს პრიზი შემდეგი საუკეთესო ნამუშევარის ავტორს.

ფოტოებში ასახული არასრულწლოვნების დაცვის შესახებ

პროექტი „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ სერიოზულად ეპყრობა ბავშვების ექსპლუატაციას ფოტოგრაფიულ ნაშრომებში და არ მიიღებს არცერთ ფოტოს, სადაც, ჟიურის შეფასებით, ასახული იქნება არასრულწლოვანზე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა, ექსპლუატაცია, იძულება (და არა მხოლოდ), ან/და თუ აღნიშნულზე მიუთითებს ფოტოს სათაური ან აღწერა.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ფოტოგრაფს, დაიცვან ბავშვებთან დაკავშირებული ეთიკური სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებიც განსაზღვრულია გაეროს ბავშვთა ფონდის და გაეროს ადამიანის უფლებათა კონვენციის მიერ.

ფოტოგრაფებმა, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა მოიძიონ და მიიღონ ბავშვისა და მათი კანონიერი მეურვის თანხმობა, როდესაც მათ ფოტოებს იღებენ.

საავტორო უფლებების შესახებ

თითოეული მონაწილის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი სურათი, რომელზეც ასახულია იდენტიფიცირებადი პირი ან პირები, იყოს გადაღებული აღნიშნული პირის ან პირების ნებართვით, და არ არღვევდეს მესამე პირის უფლებებს ან კანონს საავტორო უფლებების შესახებ.

მონაწილეები ფოტოს გამოგზავნის შემთხვევაში იძლევიან გარანტიას, რომ ფოტო, რომელსაც ისინი წარადგენენ, არის მათი საკუთარი ნამუშევარი და რომ მათ აქვთ საავტორო უფლებები.

კონკურსში მონაწილე ფოტოებზე საავტორო უფლებები უნარჩუნდებათ მონაწილეებს. ამასთან, თითოეული მონაწილე ანიჭებს ამ კონკურსის ორგანიზატორებს მუდმივ უფლებას, გამოიყენოს ნებისმიერი ფოტო ნებისმიერ პუბლიკაციაში, ვებგვერდებზე ან/და ამ კონკურსთან დაკავშირებულ ნებისმიერ სარეკლამო მასალაში.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს:
https://www.facebook.com/GenderEqualityGEO/

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ:
ia.makharashvili@niras.com