266 საკონკურსო ნამუშევრიდან ჟიურიმ 19 ფოტო გამოარჩია. სამი გამარჯვებული სწორედ ამ მეორე ეტაპზე გადასული ნამუშევრებიდან გამოვლინდება. დაჯილდოების ცერემონია ონლაინ მალე გაიმართება. კონკურსის ინიციატორები და ორგანიზატორები არიან: ევროკავშირის პროექტი "ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად" და “ინდიგო”.

  
"62 დღე მარტო კარანტინში. გადავიღე მაშინ როდესაც შეზღუდვების შემდეგ ვესტურმე"


"ნინო და ნანა - ჩემი ტყუპი დები - 31 მარტს, დაბადების დღეს, მუდმივად საუკეთესო დაქალებთან ერთად აღნიშნავენ, წელს მოუწიათ მათ გარეშე გადახდა, სუფრაზეც თავად ისხდნენ და გართობითაც მარტო ერთობოდნენ"
"ფოტო გადაღებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში, როცა სოფელი მკაცრ საკარანტინე ზონად იყო გამოცხადებული. მასზე ასახული ქალები, COVID-19-ით ინფიცირებული ოჯახის კარტოფილის ნაკვეთს თოხნიან."
"ტრანსგენდერ თემს, რომელიც ისედაც მივიწყებული ჰყავს სახელმწიფოს, COVID-19-ის გავრცელების დროს არავინ მიაქცია ყურადღება. ტრანსგენდერი ქალები ცხოვრობდნენ ყოველდღიურად ნაშოვნი ფულით. პანდემიის დროს მათ აღარც დანაზოგი აქვთ, არც ახალი შემოსავალი. ისინი ყოველდღე უახლოვდებიან ქუჩაში დარჩენის რეალურ საფრთხეს. მადონას არ უნდა თავის მოკვლა. მაგრამ მან მაინც იშოვა ბენზინი, თბილისის მერიასთან მივიდა, გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. მას სურდა ისე ხმამაღლა ეყვირა, რომ მისი ამბავი ფეისბუკზე გულგრილად კი არ „ჩაესქროლათ“, ახალ ამბებს შორის კი არ ჩაკარგულიყო, არამედ დღის მთავარ ამბად ქცეულიყო. ეს უნდა ყოფილიყო უკიდურესი პროტესტი იმ ტკივილის გამო, რა ტკივილით და სირთულეებითაც ცხოვრობენ დღეს საქართველოში ტრანსგენდერი ქალები. და მოხვდა კიდეც ეს ამბავი 1 მაისს საღამოს მედიის მთავარ სათაურებს შორის: „ტრანსგენდერმა ქალმა თავის დაწვა სცადა“. მადონას ცეცხლმოკიდებული სხეულის კადრებიც გავრცელდა."


"ფოტო გადაღებულია აღდგომის დილას. ქალებს მიაქვთ წმინდა ცეცხლი სახლში."


"ფოტოზე აღბეჭდილია ერთი უბრალო ოჯახის თბილისური რეალობა.

სამუშაო ადგილების დაკარგვამ და გართულებულმა ემოციურმა ფონმა კიდევ უფრო დათრგუნა ადამიანები. ცოტა ხნის წინ კაცი თავის თავს “ოჯახში შემომტანს” უწოდებდა და ცოლის საქმიანობა ძირითადად სახლის საქმეებს მოიცავდა, რაც ამ შემთხვევაში არანებაყოფლობითი იყო. ვირუსით გამოწვეულმა რეალობამ თავდაყირა დააყენა ჩვენი მთავარი გმირის, ნინოს ცხოვრება და აწ უკვე ძველ სტრესს ახალი დაძაბულობებიც დაუმატა. თუმცა ქალმა ძველი მოვალეობების შენარჩუნებასთან ერთად ოჯახის მარჩენალის როლიც მოირგო და საზოგადოებაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გენდერული სტერეოტიპიც დაამსხვრია. მეუღლე არც თუ ისე გახარებულია ამ ფაქტით და იმის მაგივრად, რომ ხელი შეუწყოს და შეუმსუბუქოს ნინოს მოსწავლეებთან მისი საქმის კეთილსინდისიერად შესრულება, ის პირიქით დიდ ეგოიზმსა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ამჟღავნებს ცოლის მიმართ. აღბეჭდილ ფოტოში ქალის სახე ტრაგიკულად არ გამოიყურება არსებული რეალობისთვის, რადგან იმ ყველა ნეგატივსა და ფსიქოლოგიურ წნეხს, რასაც ნინო ახლა უფრო გაძლიერებულად იტანს მან იცის, რომ ამ უარყოფით გრძობებთან ერთად ის სრულფასოვნებასაც გრძნობს, რაც დიდიხანია უკვე მისთვის უცხოა და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ამის საშუალებას სწორედ ვირუსი კოვიდ-19 მისცემდა."


"როდესაც ხარ დედაც, მეუღლეც, ოჯახის ქალიც და ბიზნესვუმენიც."


"კორონავირუსის პანდემიის გამო მიღებულმა კარანტინმა, რომლის დროსაც ადამიანები იძულებულები იყვნენ დარჩენილიყვნენ სახლში, ოჯახებში შექმნა ერთგვარი ტურბულენტობა იმ ემოციებისა და შიშებისა, რომელიც პოსპანდემიურმა პერიოდმა გამოიწვია. ამ ფოტოებით ვეცადე ერთის ხმრივ გადმომეცა თუ რა როლი ერგო ქალს, და როგორ კიდევ უფრო დამძიმდა ოჯახში მისი აზრის გამოხატვის უფლება, რაც მეტაფორულად მამაკაცის ხელის და პირბადის შერწყმით გამოხატე. აგრეთვე პანდემიის პერიოდში, ქალებს ერთი-ორად გაეზარდათ საოაჯხო საქმეები, რაც ბევრი პირბადის გარეცხვა, გაშრობა გაუთოებით გამოვხატე."


"მე დავრჩი სახლში, უფრო სწორად, ჩვენ, თბილისის ერთ-ერთი ე.წ. იტალიური ეზოს მაცხოვრებლები - ყველა ერთად დავრჩით სახლში; სახლიდანვე გადავიღე მეზობელი ქალების კარანტინის პერიოდის ცხოვრება.
რას ვაკეთებდით ეზოს ქალები ამ რთულ პერიოდში? განსაკუთრებული სიფრთხილით ვაგრძელებდით ძველებურად ცხოვრებას და ერთმანეთის დახმარებას, ამისთვის მეტი საჭიროებაც იყო და მეტი დროც გვქონდა. როცა ჩვენი მეზობელი ქალებიდან ორი (პოლიციელი და მედმუშაკი) ფრონტის ხაზზე იდგა, დანარჩენები ვაგრძელებდით „გარე სამყაროსგან“ ე.წ.კარჩაკეტილ ცხოვრებას და ერთმანეთს არ ვაძლევდით შიშის, დეპრესიის თუ მატერიალური გაჭირვების "უფლებას" - პანდემიის შიშის ტალღამ ჩვენამდე ვერ შემოაღწია."

"მე დავრჩი სახლში, უფრო სწორად, ჩვენ, თბილისის ერთ-ერთი ე.წ. იტალიური ეზოს მაცხოვრებლები - ყველა ერთად დავრჩით სახლში; სახლიდანვე გადავიღე მეზობელი ქალების კარანტინის პერიოდის ცხოვრება.

რას ვაკეთებდით ეზოს ქალები ამ რთულ პერიოდში? განსაკუთრებული სიფრთხილით ვაგრძელებდით ძველებურად ცხოვრებას და ერთმანეთის დახმარებას, ამისთვის მეტი საჭიროებაც იყო და მეტი დროც გვქონდა. როცა ჩვენი მეზობელი ქალებიდან ორი (პოლიციელი და მედმუშაკი) ფრონტის ხაზზე იდგა, დანარჩენები ვაგრძელებდით „გარე სამყაროსგან“ ე.წ.კარჩაკეტილ ცხოვრებას და ერთმანეთს არ ვაძლევდით შიშის, დეპრესიის თუ მატერიალური გაჭირვების "უფლებას" - პანდემიის შიშის ტალღამ ჩვენამდე ვერ შემოაღწია."

 
"ფოტო წარმოადგენს ერთი სერიის ნაწილს. 25 წლის მარინას პანდემიის დაწყებამდე შევხვდი, როცა ქალის თეთრეულით ვაჭრობდა ერთ-ერთი მეტრო სადგურის მიმდებარედ. ყურადღება იმით მიიპყრო, რომ სხვებისგან განსხვავებით

გაუხარდა ფოტო ობიექტივში მოხვედრა. პანდემიის დროს ვფიქრობდი რითი ირჩენდნენ თავს ის და მისი თემის სხვა წარმომადგენლები.შეზღუდვების შერბილების შემდეგ დავიწყე მისი ძებნა და რამდენიმე კვირიანი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, პანდემიამდე გადაღებული ფოტოს საშუალებით მივკვლიე.
 
მარინა, ისევე როგორც მისი დიდი ოჯახის წევრი ქალების უმრავლესობა თავს გარე ვაჭრობით ირჩენს. თუ არ ჩავთვლით სახელმწიფო დახმარებას მისი მცირე წლოვანი შვილისთვის, გარე ვაჭრობა მარინას ერთდერთი შემოსავალია. სამუშაოდ გასვლა უწევს ყოველ დღე, დილიდან საღამოს 6 საათამდე. ამ დროის განმავლობაში ბავშვს უვლის მარინას მამა.
 
მიუხედავად რეალური საფრთხეებისა მარინას კარანტინის განმავლობაშიც უწევდა სამუშაოდ გასვლა, იმ დღეებში როცა შეეძლო გადაადგილება. ამ დროს ის პირბადეებით ვაჭრობდა. მისი და მისი შვილის არსებობა დღის განმავლობაში გამომუშვებულ თანხაზეა დამოკიდებული.მიუხედავად მძიმე შრომის და გამუდმებული სტრესისა რომელიც დაკავშირებულია ხვალინდელი დღის შიშთან, ის ყოველთვის ახერხებს დამღლელი დღის ბოლოს საჩუქრის მიტანას შვილისთვის."
"2020 წლის 30 აპრილს, თბილისში, დღისით, მზისით, მერიის წინ 19 წლის მადონამ თავის დაწვა სცადა. ის ყვიროდა. ""მე ვარ ტრანსგედერი ქალი და იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფო ჩემზე არ ზრუნავს, თავს ვიწვავ."
კარანტინის პერიოდში, ტრანსგენდერი ქალები უმუშევრად და შემოსავლის გარეშე დარჩნენ. მთავრობამ მათ მხარდასაჭერად არაფერი გააკეთა.
პანდემია ყველაზე მეტად, იმ ადამიანებს ურტყამს, რომლებიც პანდემიის გარეშეც მოწყვლადები არიან.
ყველა იმ ქალს, რომელზეც სახელმწიფო არ ზრუნავს. საქართველო მადონას წილხვედრია.
წვა, ტკივილი, სევდა, სიძლიერე, ბრაზი, ყვირილი."
"ფოტო ასახავს ქართველი ქალის ყოფას, რომელიც იძულებულია გაუმკლავდეს Covid19- ს საზოგადოებაში, სადაც გენდერული უთანასწორობის შედეგად წარმოქმნილი სტრუქტურული ძალადობის
გამო მას, მიუხედავად სხვა ყოველდღიური საქმისა, ეკისრება პასუხისმგებლობა საყოფაცხოვრებო / რეპროდუქციულ შრომაზე. 
 
"ამ ახალ რეალობაში, პანდემიისა და ვირუსის თანმხლებ შიშთან ერთად, ქალის ყოველდღიური საზრუნავი რთულდება და გამკლავება დედისთვის ორმაგად სტესული ხდება. დაიცვა შვილი, გადაარჩინო ოჯახი და მაინც დარჩე ქალად."
 
"ეს ფოტო ასახავს იმ ქალების მდგომარეობას, რომლებიც პანდემიის დროს ძალადობას ვეღარ გაექცნენ." 
 
"რთულია იყო იზოლაციაში, მაგრამ ორმაგად რთულია იყო 'იზოლაციაში', როდესაც არ არის ის საყოველათაო. ფოტოთი მსურდა მეჩვენებინა ძლიერი ქალი, რომელიც ყველაფრის მიუხედავად არ ნებდება და იბრძვის, იბრძვის თავისუფლებისა და სიცოცხლის."