პროექტი „მეზობლები“ არის უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ერთობლივი მულტიმედიური პროექტი, რომელიც გვიამბობს ამ ქვეყნების მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების შესახებ. სამ ქვეყანაში მსგავსი პრობლემებია ბიზნესში, ყოველდღიურ ცხოვრებაში და ქალაქგანვითარებაში.

 

ქვეითები VS მძღოლები

საქართველოს კანონით “საგზაო მოძრაობის შესახებ” ყველა ფეხითმოსიარულე უსაფრთხოდ უნდა გადაადგილდებოდეს ტროტუარსა და ქვეითთა ბილიკზე. თბილისის გარდა, ეს საკანომდებლო გარანტია პოსტ-საბჭოთა სივრცის ორ დედაქალქს – კიევსა და კიშინიოვშიც მოქმედებს. პროექტ “სამეზობლოს” ფოკუსში მოხვედრილი სამივე ქალაქისთვის – თბილისი, კიევი, კიშინიოვი – კანონმდებლობა და რეალობა სრულიად განსხვავდება.

ავტორები: ჟურნალისტების დამოუკიდებელი ჯგუფი – საქართველო – ნინო ვარძელაშვილი, გიორგი ფარქოსაძე, თამთა თვალავაძე