პროექტი „მეზობლები“ არის უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ერთობლივი მულტიმედიური პროექტი, რომელიც გვიამბობს ამ ქვეყნების მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების შესახებ. სამ ქვეყანაში მსგავსი პრობლემებია ბიზნესში, ყოველდღიურ ცხოვრებაში და ქალაქგანვითარებაში.

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეს

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგომარეობით თანამედროვე ქალაქების განვითარება და ეკონომიკური სიძლიერე იზომება. ჩვენი პროექტის ეს ნაწილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მდგომარეობას ეხება ყოფილი საბჭოთა კავშირის სამ დედაქალაქში. კიევი, თბილისი და კიშინიოვი დღეს საქალაქო ტრანსპორტის განვითარების გამოწვევის წინაშე დგანან.

ავტორები: ჟურნალისტების დამოუკიდებელი ჯგუფი – საქართველო – ნინო ვარძელაშვილი, გიორგი ფარქოსაძე, თამთა თვალავაძე