გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ყველა დროის უდიდესი კინო კომპოზიტორები

ფილმის განწყობას, ემოციებს ხშირად სწორედ მუსიკა ქმნის.  ამიტომაც კომპოზიტორი გამორჩეული ფიგურაა ფილმის შემოქმედებით გუნდში.  მსოფლიო კინემატოგრაფიაში არაერთი კომპოზიტორია, რომელმაც  დასამახსოვრებელი ნამუშევრები შექმნა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ფილმების წარმატებაში.

ჰანს ციმერი

გერმანელი კომპოზიტორი ჰანს ციმერი აღიარებულია, როგორც ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური მუსიკალური ტალანტი. მან იმუშავა ფილმებზე გლადიატორი, ჰანიბალი, უკანასკნელი სამურაი, მეფე არტური, კარიბის ზღვის მეკობრეები, დავინჩის კოდი, შავი ქორის დაცემა. ბნელი რაინდი, დასაწყისი, ვარსკვლავთ შორისიმისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია "Now we are free" ფილმიდან „გლადიატორი“. 

https://bit.ly/37TzoZs

ამ ფილმისთვის ჰანს ციმერმა 2001 წელს ოქროს გლობუსი მიიღო. უფრო ადრე, 1995 წელს კი „მეფე ლომის“ მუსიკისთვის ოქროს გლობუსის გარდა, ოსკარიც დაიმსახურა.

ჩარლი ჩაპლინი

ჩარლი ჩაპლინი ამერიკული კინოს ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს კინორეჟისორად და კომპოზიტორად ითვლება. მისი  ფილმები მთელს მსოფლიოში დღესაც პოპულარულია. მუსიკამ ჩაპლინი ბავშვობიდან გაიტაცა და თვითონ ისწავლა პიანინოზე, ვიოლინოსა და ჩელოზე დაკვრა.
პროფესიონალი მუსიკოსი არ იყო, ამიტომ ნოტების წასაკითხად სხვების დახმარება სჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, ყველა თავისი ფილმისთვისთვის მუსიკა  თავადვე დაწერა.
მათგან რამდენიმე ჰიტადაც იქცა. მაგალითდ, "This Is My Song" პეტულა კლარკის შესრულებით, რომელიც იმ დროისთვის ბრიტანეთის და ევროპის რადიოს ჩარტებში დიდ ხანს პირველი იყო. https://bit.ly/2udFS6z

ელიოტ გოლდენთალი

ამერიკელი თანამედროვე კლასიკური მუსიკის კომპოზიტორი. ყველაზე ცნობილია თავისი მუსიკით ფილმებისთვის, “ფრიდა” (2002) და “სამყაროს გავლით” (2007). არის 40-მდე ფილმის კომპოზიტორი. გარდა ამისა, მუშაობს თეატრის, სატელევიზიო სერიალების და საკონცერტო მუსიკის შექმნაზე. 
“ფრიდამ”  განსაკუთრებული წარმატება მოუტანა, ამ ფილმისთვის შექმნილი მუსიკის გამო ოსკარი და ოქროს გლობუსი მიიღო. https://bit.ly/2uV24Te

ალფრედ ნიუმეანი

ალფრედ ნიუმენი გამორჩეული ამერიკელი კინომუსიკოსია. საუკეთესო კინო მუსიკისთვის დასახელებულია კინოაკადემიის 45 ნომინაციაში და ცხრაჯერ აქვს აღებული ოსკარი ისეთი ფილმების მუსიკის შექმნისთვის, როგორიცაა: “მეფე და მე” (1957), “დამიძახე მადამ”(1954), “ბერნადეტის სიმღერა” (1943) და აშ.

ბერნარდ ჰერმანი

ამერიკელი კომპოზიტორი. მიღებულია ქვს ოსკარისა და BAFTA-ს ჯილდოები. მისი მუსიკა ცნობილია ფილმებიდან: “მოქალაქე ქეინი”  (1941) https://bit.ly/394yGZx , “ფსიქო” (1960) https://bit.ly/2GOPM1s . . . მისი ბოლო ნამუშევარი იყო მარტის სკორსეზეს ფილმისთვის ტაქსის მძღოლი (1976) https://bit.ly/2RPROEH . მუსიკის ჩაწერიდან რამდენიმე საათში გულის შეტევით 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა