ვინ ვართ ჩვენ

ინდიგო კლუბია, იდეების და თავგადასავლების გასაზიარებლად.

ინდიგო რეფლექსიაა მოვლენებზე და რეალობაზე, მედიუმია, რომელიც ახალ ავტორებს, საინტერესო მოსაზრებებს და მომავლის იდეებს ეძებს.

ინდიგო იკვლევს ტენდენციებს, აინტერესებს ლიტერატურა და ხელოვნება, როგორც თანამედროვე ისტორიის ინტერპრეტაცია. მის ფოკუსში ხვდებიან ადამიანები, რომლებიც იკვლევენ და ცვლიან სამყაროს.

ადამიანები, გარემო და კულტურა, ქალაქი, მოგზაურობა, ყოველდღიური რიტუალები და გლობალური თემები, ახალი დრო და ადამიანური კრიზისები ამ დროში  ინდიგო აკვირდება და აღწერს  ყველაფერს, რაც ჩვენ გარშემო ხდება, რაც აღგვაფრთოვანებს, გვიზიდავს, გვაშინებს და შთაგვაგონებს.

2015 წლის ოქტომბრიდან ინდიგო არსებობს სამგან: რეალურ, ონლაინ და ბეჭდურ სივრცეში.