ძირითადი პრინციპები
“ინდიგო” მედიასაშუალებაა, რომელიც ორიენტირებულია ამბების სიღრმისეულად გაშუქებაზე, რაც აუდიტორიას მოვლენების ანალიზსა და შეფასებაში დაეხმარება. ამასთან ხელს უწყობს ახალი იდეების და ადამიანების წარმოჩენას.
რედაქციის ძირითადი პრინციპებია:
- სანდოობა - ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ყველა აქტივობა და მომზადებული პროდუქტი მომზადებული უნდა იყოს მაღალი სტანდარტით, რათა განმტკიცდეს და გაიზარდოს აუდიტორიის სანდოობა.
- მიუკერძოებლობა - ინდიგო თავისუფალია ყველანაირი გავლენისგან. მოქმედებს მხოლოდ ორგანიზაციის და საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისად.
- მრავალფეროვნება - თანასწორობა, ადამიანების უფლებების დაცვა, მარგინალური ჯგუფებისთვის პლატფორმის დათმობა ინდიგოს პრიორიტეტია. პატივს ვცემთ ადამიანს, როგორც დამოუკიდებელ ინდივიდს მისი იდენტობის მიუხედავად.
- პასუხისმგებლობა - ინდიგო სრულად აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რაც აკისრია საკუთარი აუდიტორიის წინაშე. შესაბამისად, ყურადღებით ვგეგმავთ პროექტებს და მისი განხორციელებით მიღებულ შედეგებს.
- ანგარიშვალდებულება - ინდიგო ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე. შეცდომების დაშვების შემთხვევაში მისი აღიარება და შესწორება ჩვენი ვალდებულებაა.
- გამჭვირვალობა - ნათლად ვუთითებთ მასალის ავტორებს და წყაროებს, როდესაც ეს შესაძლებელია. სარეკლამო და სარედაქციო მასალები მკვეთრად გამიჯნულია და განთავსებულია რუბრიკაში “სპონსორის ამბავი”. რედაქცია არ იღებს პასუხისმგებლობას სარეკლამო კონტენტის შინაარსზე. თუმცა, არ გამოაქვეყნებს ისეთ სარეკლამო ტექსტს, რომელიც ადამიანის უფლებებს ლახავს ანდა შეიცავს სიძულვილის ენას.