ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ფონდები

EED

პერიოდი: 2021 მარტი - 2022 თებერვალი | ბიუჯეტი: 47,480.00 EUR. პროექტის ფარგლებში გამოქვეყნდება მაღალი ხარისხის ვიდეო და ტექსტური სხვადასხვა ფორმატის მასალები ინდიგოს ვებსაიტზე. რედაქცია იმუშავებს კონტრიბუტორების ქსელის გაფართოვებაზე, მაღალი რეპუტაციის ავტორებთან, ექსპერტებთან თანამშრომლობით მომზადდება სიღრმისეული მედია პროდუქტები.

სენტ გალენის უნივერსიტეტი

პერიოდი: 2020-2021 | ბიუჯეტი: USD 35 700 | პროექტის ფარგლებში შეიქმნება ინტერაქტიული რუკა, რომელიც ვიზუალურად გამოსახავს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ტერიტორიულ დისკურსს. რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის მეთოდებით მკვლევრები გაანალიზებენ როდის და სად შენდებოდა ეკლესია-მონასტრები, რა ქონებას ფლობს საპატრიარქო და როგორია გეოგრაფიული გადანაწილება.

შვეიცარიის საელჩო საქართველოში

პერიოდი - 2020-2021 | ბიუჯეტი: USD 50520 | პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების მგრძნობელობის გაზრდას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მიმართ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესს. ამ მიზნის მისაღწევად ფონდი ინდიგო წინამდებარე პროექტის ფარგლებში სამი მიმართულებით იმუშავებს - შეაგროვებს ზეპირ ისტორიებს, ჩაატარებს კვლევას და მოამზადებს ვიდეოებს.

.

პეროდი: 2020-2021 | ბიუჯეტი: 10 000EUR. პროექტი "COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობა და მდგრადობა" არის 48-თვიანი პროექტი, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის (EU) მიერ და ხორციელდება ERIM (ყოფილი IREX Europe) და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის (HRHT) მიერ. პროექტის მთავარი მიზანი არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების მოქნილობის და მდგრადობის ხელშეწყობა, რაც მათ საშუალებას მისცემს შეამსუბუქონ COVID-19- ის უშუალო და გრძელვადიანი გავლენა.

ღია საზოგადოების ფონდი

[დასრულებული] პერიოდი: 2020 | თანხა: 14,500 USD | პროექტი მიზნად ისახავს ქვემო ქართლში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების ყოველდღიურობის, მათი პრობლემების და რეგიონის ისტორიის ჩვენებით დისკუსიის გაფართოებას და ეროვნული ინტეგრაციის ხელშეწყობას. ამ მიზნის მისაღწევად მთავარი ინსტრუმენტი მედია პროდუქტებია, რომელიც პროექტის ფარგლებში შეიქმნება.

ევროპის ფონდი

პერიოდი: 2020-2021| თანხა: 47,156 ლარი | პროექტის მთავარი ამოცანაა ბოლნისის მუნიციპალიტეტში კულტურული სივრცეების მართვის მდგრადი მოდელის ჩამოყალიბება და ამ პროცესში ადგილობრივთა ჩართვა, ადგილობრივი კინოთეატრის ამოქმედება. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში შეიქმნება ვიდეომასალები და ინტერაქტიული რუკა საქართველოში არსებული უფუნქციოდ დარჩენილი კინოთეატრების შესახებ.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი

[დასრულებული] პერიოდი: 2020 | თანხა: 46, 640 ლარი | პროექტი "მეხსიერების აღდგენა მომავლისთვის" მინზად ისახავს საზოგადოების სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის წინაპირობების და კონტექსტის შესახებ ცნობიერების გაზრდას. კონფლიქტის ტრანსფორმაცია შეუძლებელია მეხსიერებაზე მუშაობის და კვლევის გარეშე. ამ მიზნის მისაღწევად ომით დაზარალებული ადამიანების ზეპირი ისტორიები გროვდება. მეხსიერების პორტალი თავს უყრის კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს მდგომი ადამიანების გამოცდილებებს და ხელს შეუწყობს მათ ასახვას საერთო ნარატივში.

ინტერნიუსი საქართველო

[დასრულებული] პროექტის ფარგლებში ინდიგო შეიქმნა 2-3 წუთიანი ვიდეოების სერიას, რომელიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. აჩვენებს ამ პროფესიის მნიშვნელობას, საჭიროებას და იმ სიძნელეებსაც, რისი გადალახვაც მუშაობის პროცესში უწევთ. ვიდეოები აუდიტორიას საშუალებას აძლევს უფრო ახლოს გაიცნონ ამა თუ იმ პროფესიის ადამიანები, გაუჩნდეთ ამ საქმიანობი შესაწავლის ინტერესი.

ღია საზოგადოების ფონდი

[დასრულებული] ფონდის დახმარებით ინდიგომ გამოსცა ჟურნალი "ემიგრაციის შესახებ, სადაც თავი მოუყარა სხვადასხვა დროს საქართველოდან წასული ადამიანების ისტორიებს. ამავე ფონდის დახმარებით შექმნა მეხსიერების პორტალი 080808.ge, რომელიც ომგამოვლილი ადამიანების ამბებს აერთიანებს. ღია საზოგადოებსი ფონდის დახმარებით შექმნა "საპატრიარქოს კაპიტალი", სადაც თავმოყრილია საქართველოს საპატრიარქოს მფლობელობაში არსებული ქონების ამსახველი დოკუმენტები.

აშშ-ს საელჩო საქართველოში

[დასრულებული] პროექტის ფარგლებში შეიქმნა 5 მულტიმედია ისტორია, ისეთ თემებზე როგორიცაა: ჰაერში ტყვიის შემცველობა და მისი წყაროები ქვეყანაში; მოზარდების დევიაციური ქცევების გამომწვევეი ფაქტორები; კულტურული ტრანსფორმაციის პროცესი ენის მაგალითზე; ურბანული პოლიტიკის გავლენა სოციალურ უთანასწორობაზე და ისტორიული მტრის ხატი სასკოლო სახელმძღვანელოებში და ისტორიის გაკვეთილები ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების თემებში. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ერთი ვორკშოპი, მეორე ოქტომბერშია დაგეგმილი.

სარეკლამო დამკვეთები