ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ხმა

ფუნქციური ილუზია - ინტერვიუ უტა ბექაიასთან

ბაროკო ჩემთვის უსქესო მუსიკაა, რაღაც თვალსაზრისით – უემოციოც, ცივი. და ყველაზე მეტად, ზუსტად მისი ანდროგენულობა მიზიდავს.

თუმცა, ამ კოსტიუმებს მაინც პერსონაჟები ავსებენ, რაღაცნაირად ასრულებენ თითქოს. მიშას შეუძლია, ამ უზარმაზარ, ფერად მასაში გაეხვიოს და მთლიანად მოიცვას, ყველაფერი მოირგოს თვითონ, თავისი ენერგიით შეავსოს.

ჩემს თავს ყოველთვის აღვიქვამდი ჯამბაზად. ადრე სოფლებში დადიოდნენ ექიმები, ისეთი გამოწკეპილები და გადაპრანჭულები – ხალხისთვის აღმატებულობის ილუზია რომ შეექმნათ. ილუზიის შემთხზველები. დრაგ ქუინებიც ამას აკეთებენ. აი, იმ შამანს, რომელიც შიგნით მიზის და რეალობის უტრირებას ცდილობს, უნდა, ბევრი ორნამენტი ჰქონდეს და შექმნას სამყარო, რომელიც ამ მინიმალისტურ, მისტიციზმისგან დაცლილ, ყოფამდე დასულ რეალობასთან არაფერ კავშირშია.

ვიზუალური კონცეფცია / დიზაინი: უტა ბექაია
ფოტო: დათო ქორიძე
მასალაზე მუშაობდა ელენე ასათიანი