გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სირბილი

8 მაისს საქართველო კვლავ ირბენს მსოფლიოსთან ერთად!

როდესაც გარბიხარ იმისთვის, რომ გზა მისცე სხვას ‒ გარბიხარ, რომ აჩუქო მომავალი.

მსოფლიო რბენა ‒ ყველაზე დიდი საქველმოქმედო სირბილია. 8 მაისს, კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ, უკვე მესამედ აიღებენ სტარტს. ასე იყო შარშანაც, საქართველოში მსოფლიო რბენაში ხუთი ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

ახლაც, პირველ რიგში, მონაწილეები რეგისტრირდებიან

აუცილებლად, 2016 წლის 4 მაისამდე.

6 კონტინენტი, 33 ქვეყანა და ასი ათასზე მეტი მორბენალი. ამ დღეს ერთად დარბიან: სპორტსმენები, მოყვარულები და ეტლით მოსარგებლე ადამიანები, მთავარია მსურველი 18 წლის იყოს. მსოფლიო რბენას სხვა შეზღუდვა არ აქვს. 2015 წელს, ყველაზე ასაკოვანი მორბენალი 92 წლის შოთა სამუშია იყო, რომელმაც 3.61 კილომეტრი ირბინა.

Wings for Life World Run-ს არც ტრასის მანძილი და დროა გაწერილი, არც ფინიშის ხაზი არსებობს. არის მხოლოდ „ფინიშ მანქანა“, რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიძვრება და 15 კმ/სთ ‒ 20 კმ/სთ ‒ 25 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს. თუკი „ფინიშ მანქანა” მორბენალს გადაუსწრებს, ის შეჯიბრს გამოეთიშება.

დარეგისტრირებული მონაწილეები, ინდივიდუალურ სანომრე ნიშანებს მაისურზე დაიმაგრებენ. რბენას ავსტრიის ქალაქ სპილბერგიდან დააკვირდებიან. ყოველ მეხუთე კილომეტრზე, მორბენლებს გამაგრილებელი პუნქტები დახვდებათ ‒ წყლით და ხილით. შეჯიბრს გამოთიშული მორბენლები უკან, სტარტზე, სპეციალური ავტობუსით დაბრუნდებიან.

მსოფლიო რბენის 2 გამარჯვებული ‒ ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, 2017 წელს, თავად აირჩევენ მსოფლიოს რომელ წერტილში მიიღებენ შეჯიბრში მონაწილეობას. გლობალური ჩემპიონები კი, საჩუქრად ექსკლუზიურ ტურს მიიღებენ მსოფლიოს გარშემო.

გზა მსუბუქია,როდესაც გვახსოვს საით მივრბივართ!

 ცნობისათვის:

  • საქართველოში მონაწილეობის ღირებულებაა 30 ლარი;
  • ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად ერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს აწარმოებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.
  • Wings for Life  და Red Bull-ის გუნდი შეგროვებულ თანხას Wings for Life -ის ფონდში EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით გადარიცხავენ.
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა