ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ბუნება

აკრძალული ჰაერი | ნიკა მუსერიძე "გავიგუდეს" წევრი

ქ. რუსთავში 2012-დან 2018 წლამდე დაახლოებით ორჯერაა გაზრდილი სუნთქვის ორგანოთა ავადმყოფობის შემთხვევები, ზრდა არის სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებშიც. ქალაქის შემოგარენში 30-ზე მეტი საწარმო ფუნქციონირებს. აქაა ქიმიური საწარმო, მეტალურგიული ქარხნები – ფერადი და შავი ლითონების წარმოება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დამაბინძურებელი სექტორია, სილიკომანგანუმის, ცემენტისა და სამშენებლო მასალების საწარმოები, სამედიცინო ნარჩენების ინსინერატორი და სხვა. მათ უმეტესობას მნიშვნელოვანი ტექნიკური გადაიარაღება ათწლეულებია, არ გაუვლია.

ინდიგოს ნიკა მუსერიძე ესაუბრება. ის მოძრაობა "გავიგუდეს" წევრია და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის იბრძვის.