გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #SOLO, #გუდაური

აპარტამენტები გუდაურში Redco-ს კომპლექსში - შეთავაზება SOLO-ებს

გუდაურში გონდოლას საბაგიროდან 5 წუთის სავალ გზაზე Redco-ს „ახალი გუდაურის“ პრემიუმ კლასის  კომპლექსია - Four Seasons Gudauri  ოთხი შენობისგან შედგება. ოთხივე შენობა 532 აპარტამენტს მოიცავს,  მათ შორისაა როგორც სტუდიოს ტიპის აპარტამენტები, ასევე, დიდი ბინები რამდენიმე საძინებლითა და პენტჰაუსებით.  ოთხივე შენობის პირველ სართულზე საოფისე და კომერციული ფართებია განთავსებული. მინუს სართულზე კი  სპა და ფიტნეს ცენტრია. ოთხივე შენობა მოიცავს ე.წ. „სკი დეპოებს“.  სწორედ ამ კომპლექსში ბინის შეძენისას SOLO-ები განსაკუთრებულ საჩუქარს მიიღებენ.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, SOLO-ებს მაქსიმალურად მათი ცხოვრების სტილზე, მიზნებსა და ინტერესებზე მორგებული სიახლეები შევთავაზოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ მათი ინტერესების შესწავლას და შესაბამისი ინიციატივების თუ სიახლეების შეთავაზებას.  SOLO მომხმარებლები საჩუქრად მიიღებენ რემონტს“, - განაცხადა მაიკო სიჭინავამ,  SOLO გაყიდვებისა და ქსელის განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა.  

redco-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი კაწია აბსანძე კოპლექსის ინფრასტრუქტურაში რამდენიმე მიმართულებას გამოარჩევს: “სარეკრეაციო ზონა დასვენებისა და გართობისთვის შიდა ეზოში, დათბუნებული კედლები - ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარა, დაბალი ენერგიის მოხმარების ელექტრონათურები. ასევე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები - ხანძრის დეტექტორები ყველა სართულზე და ხანძარმედეგი კარი ჰოლებში.  პროექტის უპირატესობაა ასევე  კომფორტი და უსაფრთხოება - კომპლექსის მოვლის მომსახურება მოიცავს 24-საათიან დაცვასა და სადარბაზოების დასუფთავებას”, - ამბობს კაწია აბსანძე.

SOLO-ებს სპეციალური შეთავაზებით სარგებლობა 2022 წლის 15 მარტამდე შეუძლიათ.

დამატებითი ინფორმაციისთვის კი შეგიძლიათ დაურეკოთ თქვენს SOLO -ბანკირს ან ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/3JjrpHd 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა