ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

აქაც და იქაც | მანო სვანიძე

ეს დაულაგებელი ფრაგმენტები ბავშვებთან და ახალგაზრდებთან საუბრების ჩანაწერებია წეროვნის დევნილთა დასახლებიდან. არეულ თხრობაში, რომელიც სახლის, საკუთარი ადგილის და სივრცის პოვნას, ან ვერპოვნას, მის ძიებას, საკუთარ და სხვების მეხსიერებას უტრიალებს, თან იკვრება კვანძი, მაგრამ ფრაზები, კითხვები მაინც ღიად რჩება.

პროექტი „მეხსიერების გაცოცხლება“ ქართულ-ოსური კონფლიქტის გარშემო მეხსიერებას იკვლევს. უკვე შეგროვდა ასამდე ზეპირი ისტორია. ეს ცალკეული ტექსტებისაგან შემდგარი ნარატივი ერთ სივრცეში კრავს ერთმანეთის გამომრიცხავ რეალობებს და კონფლიქტის ორივე მხარეს, ერთი, ისტორიული ეპიზოდის აღდგენას, ამ პერიოდის ფრაგმენტების გამთლიანებას ცდილობს.