ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

არჩევნები

- Რიგი, რიგი დაიცავით. Ნუ მოძრაობთ ამდენს და ნუ იჭყლიტებით.
- იმის ბრალია, ასოებს რომ აცხადებს. Რიგი ირღვევა, ბიჭო. Რიგი ირღვევა, კაცო, ვინც არის გაუშვი. გესმის ?
- არ მესმის.
- რიგი ირღვევა, ასოებს ნუ აცხადებ, ვინც არის გაუშვი.
- მოიცა, რას დარბიხართ წინ და უკან, დადექით სადაც ხართ.

- ვიცი მე სადაც ვარ. გვიან მოვედი.
- ხო, მაგრამ წინ რომ მიდიხართ?
- წინ არ მივდივარ, დამშვიდდით.
- დამშვიდებული ვარ, მაშინ მეც გავიქცევი, შევვარდები წინ.
- შედი მერე.
- მე არ ვიკადრებ მაგას.  იმიტომ, რომ ბავშვს ცუდ მაგალითს მივცემ.
- ასე ჩახუტება შეიძლება?
- რა ვქნა? მე ვერ მოვაწესრიგებ გარეთ რიგს.
- ვთხოვე, ანესთეზია მაქვს გაკეთებული, შემიშვით, ფეხზე ვერ ვდგავარ- მეთქი.
ვერ გავაგებინე, ექიმიდან მოვდივარ.
Რომ წავიდე და ხმა არ მივცე, ხომ არიან ღირსები?
და რამდენი წავიდა ასე ჩემი კორპუსიდან.
- ხო, რა.
- თქვენ დისტანციის დაცვა არ გევალებათ?
- არა, არ ევალებათ.
- მანდ რომ დგახართ და ჩამოგიფარებიათ.
- აზრი არ აქვს არაფერს.
Რიგში უნდა დადგეს ყველა, ეგ თქვენი ჭ, პ არავის არ უნდა.

მოიგონა ეხლა ახალი ფილოსოფია.
- გოგო, თითით ვაჩვენე, მრგვლად უნდა შემოხაზო-მეთქი.
ადგილი კი არ ვაჩვენე, ჰაერში ვაჩვენე.

- ეგ არის  სისხლის სამართლის დანაშაული. Რომ მიუთითებს.
- თუ არ მიდიხართ, მაშინ არც გესაქმებათ, რიგი ბოლოშია.
- ვაიმე, ნუ ხარ აგრესიული, რა.
-იქ თავისუფლად ზის ის ქალი და…
- ა, ბ, გ, დ …- იჯდეს, მაგაში იღებს ეგ ფულს.
-  ბ არის?
- ბ მე ვარ, შეიძლება

- აჰა, ბ და პ-ო კიდევ იძახიან.

-  ჯ შეიძლება.
- არა, ჯ არ შეიძლება.
- რა ჯ შეიძლება და არ შეიძლება?
- გინდა აქ იდექი გინდა იქ, აგია ეს?
- ჟ-ზე ნახეთ რა თუ არის, ძალიან მეჩქარება.
- ქ, ღ, ყ, შ, ჩ, ც, ძ,წ, ჭ, ხ, ჯ, ჰ.
- დაგრჩა კიდე ანბანში რამე?
- ჯ- ზე იწყება თქვენი გვარი?
- დიახ.

- მობრძანდით მერე, რატომ მესპორებით.
- რატომ უნდა მოვიდე ჩემს წინ რომ დგანან?
არ მოვალ, Როცა რიგი მოვა მაშინ.
შენი ნებართვით არ მოვსულვარ და არც წავალ.
-  წავალ მაშინ, ნომერს დაგიტოვებთ. ჭ-ზე რომ მიხვალთ, დამირეკეთ და შემოვალ, რა.