გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

აუტიზმის საერთაშორისო დღე თბილისში სპეციალური წარმოდგენით აღინიშნა

ილიას სახლემწიფო უნივერსიტეტის თეატრში, საქართველოში პირველად, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მონაწილეობით წარმოდგენა გაიმართა. 

„ეს მათთვის პირველი საჯარო გამოსვლაა, - ამბობს თიკო კოშკაძე, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრის თერაპევტი. "აქამდე არასდროს ყოფილან სცენაზე. პირველად ითამაშეს სპექტაკლი „სამი გოჭი“, ერთად შეასრულეს სიმღერები, დაუკრეს სხვადასხვა საკრავზე. ჩვენ აუცილებლად მეტი სივრცე და საშუალება უნდა მივცეთ მათ, რომ საკუთარი უნარების გამოვლენა შეძლონ.“ 

ინსტიტუტის დირექტორი – თინიკო ჭინჭარაული ამბობს, რომ დადგმის იდეა წლების მანძილზე მწიფდებოდა. „ძალიან დიდი ძალისხმევა ჩაიდო ამაში, პედაგოგების, ბავშვების, მშობლების. რეპეტიციებზე სისტემატიურად სიარული, სიმღერების დამახსოვრება, სპეკტაკლში ჩართვა – ეს სასაწაულის ტოლფასი იყო.“ 

2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა.

 

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: ილიაუნის ბაზაზე არსებული ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმისა და თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრები.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა