გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

BLOK 9

გაზაფხულიდან BLOK 9 ჰიპ-ჰოპის ნამდვილ ეპიცენტრად იქცევა. SPACEHALL-ში  ყოველ თვე, ერთ საღამოს, უცხოელი და ადგილობრივი ჰიპ-ჰოპ არტისტები ერთად დაუკრავენ ხოლმე.

BLOK 9-ის  პირველი ღამის სტუმარია ნიუ-იორკელი Afu-RA. ის ლეგენდარული ჯგუფის Gang Starr-ის წევრია. Afu-Ra ტექსტები დატვირთულია შინაარსებით, ის მუდამ საკუთარ თავს ეძებს, ეგზისტენციალურ პრობლემებზე ლაპარაკობს, სულიერ სიმშვიდეზე  ოცნებობს. თუკი youtube-ზე ქვემოთ ჩამოთვლილი არტისტებისთვის გისმენიათ, Afu-RA-საც რომელიმე პლეილისტში აუცილებლად იპოვნიდით. Wu-Tang Clan, Jeru the Damaja, MOP, DJ Premier და ა.შ

SPACEHALL-ის ახალი პროექტი არაა მხოლოდ მათთვის, ვინც მარტო ჰიპ-ჰოპს აღიარებს ცოცხალ მუსიკად. BLOK 9 ყველასია ერთად: მათი, ვისაც თავი ჰიპ-ჰოპის კულტურის ნაწილად მიაჩნია და მათიც, ვინც SPACEHALL-ში იგრძნობს პირველად ჰიპ-ჰოპის ძალას.

მოკლედ, 5 მარტს, 20:00 საათიდან, SPACEHALL–ში ნამდვილად ღირს ყოფნა. Afu-RA-სთან ერთად  იქნებიან: Kazzy Jazz, Jeronimo, Terika და DJ Grotask.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა