გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

CinéDOC–Tbilisi

CinéDOC–Tbilisi - პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი  კავკასიაში, რომელიც წელს უკვე მეოთხედ 21-25 ოქტომბერს ტარდება, ქალაქ თბილისში. ფესტივალის კინოჩვენებას უმასპინძლებენ: კინოთეატრები „ამირანი“ და „რუსთაველი“, Frontline Club  და გოეთეს ინსტიტუტი.

ფესტივალის  ფარგლებში ჩატარდება ღია დისკუსიები, პრეზენტაციები და  ვორკშოპები, შეხვედრები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეულ რეჟისორებთან და ადგილობრივ კინოინდუსტრიის წარმომადგნლებთან.

ფესტივალზე ყოველწლიურად წარმოდგენილია, როგორც საკონკურსო, ასევე არასაკონკურსო სექციები:

-           საერთშორისო საკონკურსო სექცია, სადაც შერჩეულია  შემოქმედებითი გამარჯვებული დოკუმენტური ფილმები მსოფლიოს სხვადსახვა ქვეყნებიდან.

-           CivilDOC -  საკონკურსო სექცია, რომელიც წელს პირველად იქნება წარმოდგენილი ფესტივალზე და მოიცავს ფილმებს ადამიანის უფლებების შესახებ. წარმოდგენილი დოკუმენტური ფილმები ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა:  უმცირესობების პრობლემები, გენდერული საკითხები, სამოქალაქო აქტივიზი და სხვ.

-           CinéDOC  Young - უნიკალური სექციაა, სადაც ჩართულები არიან რვიდან - თვრამეტ წლამდე  ასაკის  ბავშვები და მოზარდები. მათ საშუალება ეძლევათ დაესწრონ ფილმების ჩვენებას, მიიღონ მონაწილეობა დისკუსიაში სპეციალურად მოწვეულ მოდერატორებთან და ჩაერთონ უცხოელ რეჟისორებთან კითხვა-პასუხის ფორმატის სესიებში.

-           Focus Caucasus სექცია, რომელშიც მონაწილეობა იღებენ რეჟისორები კავკასიის რეგიონიდან და წარმოდგენილია დოკუმენტური ნამუშევრები კავკასიის რეგიონზე. თითოეული ფილმი აღწერს იმ სხვადსახვა ასპექტს, რომელიც რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს თუ მოვლენებს ეხება.

-           სტუმარი ქვეყანა, რომლის ფარგლებშიც წარმოვადგენთ პოლონეთის კინოინდუსტრიას, სადაც მაყურებელს აქვს საშუალება გაეცნოს პოლონეთის კინოკულტურას.  მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს პოლონეთისა და საქართველოში მოღვაწე დოკუმენტური კინოპროფესიონალების თანამშრომლობას.

 

23 ოქტომბერს Club Backstage 76 - ში გაიმართება ფესტივალის თემატური ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დოკუმენტური ფილმის მუსიკოსი გმირები.

პროექტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს Civil Pitch, რომლის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქართველი კონოპროფესიონალების აქტიური საკომუნიკაციო სივრცის შექმნა. ორმხრივი ინტერესის ფონზე, Civil Pitch ფარგლებში გაიმართება პრეზენტაციები და დისკუსიები  დოკუმენტური ფილმების იდეების შესახებ, მის სამომავლო პერსპექტივაზე და საჭირო მხარდაჭერაზე.

ფესტივალის პარტნიორები არიან: Creative Europe, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი, CTC , კავკასიური სახლი, გოეთეს ინსტიტუტში და ფრანგული ინსტიტუტი, Frontline Club, Sakdoc და ა.შ.

პროექტის PR/ივენთ მენეჯერი

მარიამ მელაძე 
CineDoc Tbilisi
International Documentary Film Festival 
NOOSFERA FOUNDATION
Mob: + 995 599 055000
Email: meladze.mariam@gmail.com 
Web:  http://www.cinedoc-tbilisi.com/

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა