გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სილუეტები
თეგები: #ინდიგო N20

დადგება ჟამი | პოლინ პიკო

პოლინ პიკო თანამედროვე ლიონელი ავტორი, თეატრის დოქტორანტი და ახალგაზრდული კომპანიის რეჟისორია. გამოქვეყნებული აქვს არაერთი ტექსტი, რომელთა დიდი ნაწილი თეატრს ეძღვნება. მისი წერის სტილი, ერთდროულად სხარტი და ინტენსიური, "გადაუდებელი სიტყვის" ძიებაში ვითარდება. 2017 წლის აპრილში, გამომცემლობა "ლეზ-ეკლერმა" გამოსცა პოლინ პიკოს კრებული "დადგება ჟამი", რომელშიც ავტორი ჩვეულებრივ პერსონაჟთა უჩვეულო სინამდვილეზე მოგვითხრობს: ისინი ორნი არიან. უყვართ ერთმანეთი, მაგრამ მათ ირგვლივ აღარაფერია. ყველაფერი თავიდანაა ასაშენებელი, მათი სიყვარულის ჩათვლით... ჩვენ წინაშეა ოპტიმისტური პოეზია, ნათქვამი, როგორც შეპირება, მომავლის განჭვრეტა თუ დეკლარაცია. ტექსტი გზადაგზა იზრდება, რომ სიცოცხლისა და სიკვდილის ძეგლად იქცეს. ვისთვის ეს იქნება ლექსი პროზად, ვისთვის - სიმღერა, რეჩიტატივი, ანდა კანტატა. თუმცა აქ ყველა აღმოჩნდება ადამიანური ურთიერთობების მისტიკურ ველში, სადაც დრო გამქრალა და პეიზაჟი გამუდმებით იცვლება. ეს არის ფიქცია, რომლის თითოეული ფრაგმენტი, თითოეული ფრაზა დამოუ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა