დაუსრულებელი გეოგრაფიები - ვორქშოპი
თბილისის აღმოსავლეთით, ვრცელ ველებზე ხეხილის ბაღები იყო. ამ ტერიტორიას, ასი წლის წინ, ჯერ კიდევ ველკეთილს ეძახდნენ. ბაღები საბჭოთა ხელისუფლებამ კოლექტივის საკუთრებად აქცია. 1970-იან წლებში კი ხეხილის ბაღები გაკაფეს და ველებზე ნელ-ნელა ახალი საცხოვრებელი რაიონი - ვარკეთილი გააშენეს.
როგორ აშენდა, რა იგეგმებოდა და როგორ იცვლებოდა მესამე მასივი და ვარკეთილის 3, მეტრომშენის ქვეუბანი, ვარკეთილის მეურნეობა და დამპლოს დასახლება 40 წელი? რა იყო ჩანაფიქრში და რა მოცემულობა შეიძინა დღეს?
<