გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დონ ჯოვანი დიდ ეკრანზე

კინოთეატრი "ამირანი"  Event Cinema-ს ფარგლებში კიდევ ერთ საინტერესო ჩვენებაზე გეპატიჟებათ.  ამჯერად კინოკამერა  ოპერის სცენაზე ინაცვლებს  და მეტროპოლიტენ ოპერის დადგმას წარმოგვიდგენს.  მხოლოდ ერთი დღით მაყურებელს საშუალება ექნება ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის უკვდავი "დონ ჯოვანი“ ნახოს დიდ  ეკრანზე.

Toni Award- ის მფლობელმა ბრიტანელმა რეჟისორმა, მაიკლ გრანდაჟმა მოცარტის ოპერა 2011 წელს დადგა მეტროპოლიტენ ოპერაში.  გასულ თვეში კი წარმოდგენის ლაივ ჩანაწერი გაკეთდა კინოთეატრებისთვის. „ დონ ჯოვანიში“ მთავარ პარტიებს ისეთი ინტერნაციონალური საოპერო ვარსკვლავები არსულებენ, როგორებიც არიან : საიმონ კინლისაიდი, ადამ პლაჩეტკა, ჰიბლა გერზმავა, პოლ ეპლბი და სხვ.

ჩვენება თბილისში მხოლოდ ერთხელ, 12 ნოემბერს გაიმართბა და მისი ნახვა კინოთეატრ“ამირანში“ 19  საათზე იქნება შესაძლებელი.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა