გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
საათი

დროის დამლაგებლები

შენ შეიძლება არ იცნობ დროის დამლაგებლებს. დროის დამლაგებლები ის ხალხია, გამუდმებით რომ ხვეტენ იმას, რაც დაკარგული და გაფლანგულია. შენ მათ ვერ დაინახავ, თუმცა, თუ მატარებლის სადგურში ხარ და ფიქრობ, რომ თვალის კუთხით რაღაცას ხედავ, ეს შეიძლება დროის დამლაგებელი იყოს, შენი სკამის გარშემო რომ დაფუსფუსებს. აი, მართლა რომ შეგეძლოს მათი დანახვა, გეცოდინებოდა კიდეც, რომ ესაა დაჟინებული გამომეტყველების მქონე პატარა მოლურჯო არსება ცოცხითა და იატაკის საწმენდი ჯოხით ხელში. კაცი თუა, კომბინეზონი ეცმევა, ქალი თუა – შენიშნავ, რომ სულ თავწაკრულია და ძველმოდური ტვიდის ქვედაბოლოთი დადის.

დროის დამლაგებლები არიან ყველგან, სადაც დრო შეიძლება იკარგებოდეს ან იფანტებოდეს. მატარებლის სადგურებზე ყოველთვის მორიგეობს რამდენიმე მათგანი, და ერთი მაინც იცდის ქირურგის კაბინეტში. ალბათ, საკუთარი დროის დამლაგებელი ჰყავს და სულ თან დასდევს იმ კაცს, საყვარელი ქალის ხელის თხოვნა წლების განმავლობაში რომ ვერ გადაწყვიტა, სანამ ბოლოს ქალს თმა არ გაუჭაღარავდა. დროის დამლაგებელი ალბათ დანანებით ოხრავს, იმ ქალის შემხე

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა