გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
მადრიდი

ერთი დღე მადრიდში

მადრიდი ის ქალაქია, სადაც ვიცხოვრებდი.

იქაურობა მართლა სიცოცხლითაა სავსე: სუფთაა, ბევრი პარკი აქვს, კარგი ინფრასტრუქტურა, ნაკლები ავტომობილი, გამჭირვალე ჰაერი, უამრავი კაფე-ბარი-რესტორანი და მაღაზია, არც ისე ძვირია, სავსეა სტუდენტებით, ტურისტებით, ძაღლებთან ერთად მოსეირნე ადამიანებით. კიდევ, მთავარი – ქალაქი სიესტის მადლითაა დაფარული.

კლიმატი და ამინდი თბილისისას ჰგავს, ივლის-აგვისტო კარგა ცხელი იცის, ზამთარი – ყინვაგამორეული. ამიტომ სამადრიდოდ გაზაფხული და შემოდგომა ყველაზე შესაფერისი სეზონები უნდა იყოს.

აი, გამოვედი დილას სასტუმროდან, სადღაც ჩუეკას და მალასანიას საზღვარზე ვცხოვრობ. ვიწრო ქუჩაა, თითო მანქანა თუ გაეტევა. უცებ ისეთი რამე მოხდა, „სამხრეთული ტემპერამენტის“ სტერეოტიპი თვალწინ დამენგრა: ჩვენს სასტუმროსთან ტაქსიმ მოაკითხა მგზავრს, ის კი აბნეული ტიპი აღმოჩნდა და ძლივს ჩაალაგა ბარგი. ამის გამო მოძრაობა 3 წუთით მაინც შეფერხდა. დავიძაბე, ვიფიქრე, წამიც და ატყდება მანქანების გაბმული სიგნალი-მეთქი, მაგრამ ერთს არ წასცდენია ხელი.

კარგი დღე კარგი საუზმ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა