გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ქალაქი

ეს ქალაქი შენია

თბილისის ცენტრში, ზედ მთავარ მოედანთან, სადაც არასდროს წყდება მანქანებისა და ტრანსპორტის ნაკადი; სადაც სულ ტექნიკის მონოტონური ხმაურია, შეუყვები ერთი-ორ მოსახვევს და აღმოჩნდები კიდევ ერთ მოედანზე, რომელიც არაფრით არ ჰგავს იმ მთავარს, ყველასთვის ცნობილ ურბანულ წრეს. ესაა ჩვენი, მოქალაქეების მიერ შენარჩუნებული, მოპოვებული და დაცული გუდიაშვილის მოედანი – მეგაპოლისის ცენტრში შემორჩენილი ოაზისი, სადაც ბავშვები ჟრიამულობენ და ადგილობრივები კამათელს აგორებენ.

ეს რეალობა რომ არ მოკვდა და მას მომავალიც რომ აქვს, შენი, მოქალაქის და ფესტივალად ქცეული, რამდენიმეფაზიანი პროტესტის დამსახურებაა. დავიწყეთ ტფილისის ჰამქრელებმა – ჩირით, ჩურჩხელით, კლასიკური მუსიკითა და გამოფენებით. მიზანი ერთი იყო, გარდაუვალ განსაცდელამდე რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გვეჩვენებინა ამ მოედნის მნიშვნელობა, მეტი ადამიანი „მოგვეწამლა“ გუდიაშვილის სიყვარულით,  გვენახებინა, სად შეიძლება გაექცე ხმაურიან მეგაპოლისს, გაგვენდო საიდუმლოება მიკროსამყაროს შესახებ, სადაც ყოველთვის სიმშვიდეა და სადაც ძველი ტფილისი ჯერ კიდე

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა