გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
კადრი
თეგები: #ესე

THIS IS WATER / ეს წყალია - დევიდ ფოსტერ უოლესი

მოგესალმებით, მშობლებო და კენიონის კოლეჯის 2005 წლის კურსდამთავრებულებო. ხდება ისე, რომ ორი ახალგაზრდა თევზი საპირისპირო მიმართულებით მცურავ ხანდაზმულ თევზს შეხვდება. მოხუცი თავს დაუკრავს და ეკითხება, „დილა მშვიდობისა, ბიჭებო, როგორ მოგწონთ წყალი?“ ახალგაზრდები ცოტას კიდევ გაცურავენ, ბოლოს ერთი მიუტრიალდება მეორეს: „რა ჯანდაბაა წყალი?“

გამოსაშვები დღის სიტყვა მოითხოვს, რომ იგავის მსგავს ამბავს მოგიყვეთ, რომლითაც ავხსნი ჩემს დამოკიდებულებას იმ საკითხების მიმართ, რის თქმასაც თქვენ წინაშე ვაპირებ. ზოგადად რომ ვთქვათ, ეს ერთ-ერთი ნაკლებუაზრო ჟანრია. თუმცა, თქვენ თუ იმან აგაღელვათ, რომ მე ვარ ხანდაზმული, ბრძენი თევზი, რომელმაც უნდა აგიხსნათ, რა არის წყალი, არ ღირს. მსგავსიც არაფერი. ამბის იდეა ის გახლავთ, რომ ხშირად ყველაზე ნათელი, გავრცელებული და მნიშვნელოვანი რეალობა ყველაზე ძნელად შესამჩნევია. მარტივად რომ განვსაზღვროთ, ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, ბანალურია. ფაქტი ერთია: ზრდასრული ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში ამ ბანალურ უგვანობასაც შეიძლება სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა