გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ეტამის მაღაზი

ეტამი და ქალები

ქალების ფარული ცხოვრების გამოაშკარავება...

შეიძლება ქალების ისტორია მათი საცვლების მიხედვით მოვყვეთ? მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე კორსეტებისგან თავის დაღწევამ ქალებს თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოუტანა, მათ იპოვეს ძალა, გამოეჩინათ თავიანთი ნამდვილი სახე. ეს რევოლუცია იყო! ეტამი 1916 წელს, თანამედროვე ქალის კონცეპტთან ერთად დაიბადა. თანამედროვე ქალი ათწლეულების ცვლასთან ერთად იცვლის ხასიათს: ოციან წლებში პროვოკაციულია, სამოცდაათიანებში – ბუნებრივი, ხოლო ოთხმოციანებში ყოვლისშემძლე. ის ხშირად იცვლის იმიჯს. ეტამი, მთელ მსოფლიოში 5000 ფილიალის გახსნის მიუხედავად, ინარჩუნებს ოჯახურ ტრადიციას და ერგება ქალების სურვილს, თავი კომფორტულად იგრძნონ და დახვეწილები იყვნენ... იმის მიუხედავად, როგორია ქალი, ბუნებრივი თუ თამამი, მზრუნველი, მაცდური თუ მრავალფეროვანი, ეტამი ქალებისთვის მუდმივი და ლოიალური პარტნიორია. პატარა წარმატებებიდან დიდი მიღწევების ჩათვლით ეტამის ისტორიას ქალების ცხოვრების ფარული მხარე განაპირობებს.

1918 ქალების გარდაქმნა! კორსეტები და მძიმე კაბები წარსულში რჩება

ეტამი 1918

1919 ეტამის მაღაზიების პირველ კონცეპტს იატაკიდან ჭერამდე განლაგებული ხის კოლოფები და პროდუქციის შესანახი პატარა ყუთები წარმოადგენდა

ეტამის მაღაზია 1919

1920 პირველი ხელოვნური აბრეშუმის წინდები ვიტრინაშია გამოფენილი

პირველი ხელოვნური აბრეშუმის წინდები

1938 მეორე მსოფლიო ომის მოახლოებისას ფრანგული ტანსაცმლის ქარხნის, მუვოს წარმოება სწრაფად იზრდება

ფრანგული ტანსაცმლის ქარხნა მუვო
1952 ბრენდი წარმატებულია და ახალ მაღაზიებს ხსნის

1952 წელი ეტამი


 მოდერნულობის ათწლეული

ეტამი უკვე არჩეულ გეზს მიჰყვება. ახლა მას შედარებით ახალგაზრდა მომხმარებლები ჰყავს, რადგან მაღაზიები გოგონებს მასპროდუქციას მისაწვდომ ფასად სთავაზობს. ეტამმა დაივიწყა კარადებსა და თაროებზე დამალული თეთრეული, ეს ახალი სიტყვაა საცვლებით ვაჭრობის სფეროში. მოდელების სანახავად ასისტენტის დახმარება საჭირო აღარ არის. ქალებს შეუძლიათ თავად დაათვალიერონ პროდუქცია მაღაზიებში, სადაც მოდელები ყველას დასანახადაა გამოფენილი და შოპინგიც უფრო მარტივია. 1968 წელს, როდესაც სუინგის პოპულარობასთან ერთად ლონდონი მოკლე კაბებისა და კაშკაშა ფერების ტრენდს ამკვიდრებს, კორსეტების ადგილს  შორტის ფორმის ბამბის საცვლები იკავებს! ეტამს სიახლე შემოაქვს – საცვლები და ლიფები ერთმანეთს ეხამება, ეს ტრენდი დღესაც მოდაშია. ეტამის საცვლების კოლექცია განსხვავებულია, ფერადი, პრაქტიკული და რომანტიკული, ერთი სიტყვით – თანამედროვე!

1976 

ეტამი 1976

1979

ეტამი 1979

1989

ეტამი 1989

1994

ეტამის თეთრეული

2007

ეტამის თეთრეული 2007

თითოეული თქვენგანი ჩვენი ინსპირაციის წყაროა

იმის მიუხედავად, როგორი ხართ, ძლიერი თუ ნაზი, ჭკვიანი თუ თამამი, ჩვენ გვსურს, თქვენს ოცნებებს ხორცი შევასხათ და ჩვენი ქმნილებების საშუალებით დაგანახოთ, რომ მაშინ ხართ ყველაზე მშვენიერები, როდესაც სიყვარულს გრძნობთ.

თქვენთან ერთად, ჩვენ ქალად ყოფნის ბედნიერებას ვეზიარებით.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა