გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ჩვენც გვინდა, გვეცვას Fendi, Versace, Prada

მოდელები:  მაგდა ბატიაშვილი, ნიკა არაკელოვი, დათუნა თურქია

თურმე პირველ მეორადებს, რომელიც არახალი ტანსაცმელია, და რომელსაც გრამატიკულად სწორად მეორეულს ეძახიან ფილოლოგები, თავიდან „მოდი მქექე“ რქმევია. იქ გხვდებოდა ნახმარი ტანსაცმლის გორა, რომელიც უნდა გექექა. თუ გაგიმართლებდა, შენი ზომისას იპოვიდი რამეს.

ჰუმანიტარული დახმარებით მოსული ფუთები და მეშოკები პანდორას ყუთივით იყო, რა ამოვიდოდა იქიდან, წინასწარ არავინ იცოდა. გვეცვა კომბოსტოებივით. ციოდა. დღესაც მივდივართ და ტანსაცმლის გორებში ვიქექებით. თან მოდაშია დიდი ზომის ტანსაცმელი, ამიტომ, არც კი ვიზომავთ, ისე ვყიდულობთ. სქესიც გამქრალია – პერანგს, რომელიც 50 თეთრი ღირს და რომელიც მოგვწონს, არავინ უსინჯავს ღილებს: მარჯვნივ აქვს თუ – მარცხნივ.

მეორადის ქალებმა უკვე კარგად იციან, რომ ბერლინში ადიდასები და ნაიკებია მოდაში და ყველაზე თვალსაჩინო ადგილას კიდებენ, კი იციან, რომ თვითონ არასდროს შეუხამებენ სპორტულ შარვალს ნაქსოვ ჯემპრს, არც შვილებს ურჩევენ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა