გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
დამიენ საეზი

გამოსავალი | დამიენ საეზი

ბევრი სისხლი – კედელზე,

ბევრი კედელი - ქვეყნებს შორის,

ბევრი ქვეყანა – კავშირში,

ბევრი კავშირი სავალუტო,

ბევრი უთანასწორობა,

ბევრი ფული, ბევრი ბანკი,

ბევრი ომი სამშვიდობო,

ბევრი ბავშვი მომაკვდავი,

ბევრი იმპერიალიზმი,

ბევრი კაპიტალიზმი,

ბევრი ლიბერალიზმი -

თავისუფლების გარეშე!

 

აღარ გვინდა თქვენი გამოსავალი!

ეს თაობა ოცნებებით აღარ ერთობა!

აღარ გვინდა თქვენი გამოსავალი!

ძალა ერთობაშია, მაგრამ ვინ ქმნის ერთობას?!

 

ბევრი შიმშილი – ქვეყანაზე,

ბევრი მაკდო,

ბევრი ცოფიანი ძროხა,

ბევრი ტელევიზორი,

ბევრი კომბლებით მოთამაშე,

ბევრი კვირა – წელიწადში:

- ჰო, გენაცვალე, პრივილეგირებული ვარ!

ბევრი იმპერიალიზმი,

ბევრი კაპიტალიზმი,

ბევრი ლიბერალიზმი -

თავისუფლების გარეშე!

 

ბევრი ექსპერტი,

ბევრი რეცეპტი,

მაგრამ არაფერი - სიღატაკის და საშინელებების ამხსნელი!

ეს ბაზრის კანონია, ეს აღებ-მიცემობაა,

მდიდრებისთვის მიცემა, ღარიბებისთვის წართმევა.

 

როდის მიხვდებით,

რომ ჩვენ ამას არასდროს

დავმორჩილდებით?!

 

აღარ გვინდა თქვენი გამოსავალი!

ეს თაობა ოცნებებით აღარ ერთობა!

აღარ გვინდა თქვენი გამოსავალი!

უარი - სისტემას კეთროვანს!



სიმღერის კლიპი იუტუბზე

(ალბომიდან God blesse)
თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა