გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
მარგარეტ ფონ ტროტა

ჰუმანიზმი და ბოროტების ბანალურობა

გერმანელი რეჟისორი მარგარეტ ფონ ტროტა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ჯერ კიდევ 1970-იან წლებში, კინოინდუსტრიაში, სადაც წამყვანი სიტყვა მამაკაცებს ეკუთვნოდათ, ახალი ხედვა შემოიტანა და სულ სხვა რაკურსით აღწერა გარემო. მის მიერ დანახულ სამყაროში ცენტრალური ფიგურა თითქმის ყოველთვის ქალია, ზოგი ძლიერი და გავლენიანი, ზოგი - პრობლემებით დაღლილი და გადარჩენისთვის მებრძოლი. თუმცა ორივე ტიპის ქალებს აერთიანებთ ის, რომ გადაწყვეტილებებს თვითონ იღებენ და თუნდაც შეცდომების ხარჯზე თვითონ უცვლიან გეზს საკუთარ მომავალს.

ინდიგო: თბილისის კინოფესტივალზე თქვენი ერთ-ერთი გამორჩეული ფილმი, 1986 წელს გადაღებული „როზა ლუქსემბურგი“ აჩვენეს. რატომ გადაწყვიტეთ ფილმი მისთვის მიგეძღვნათ?

მარგარეტ ფონ ტროტა: როდესაც როზა ლუქსემბურგი საჯარო ასპარეზზე გამოვიდა, ქალები პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში უმნიშვნელოდ იყვნენ ჩართულები. მით უმეტეს იშვიათობა იყო რევოლუციონერი ქალი. როზა ჭკვიანი, ძლიერი და, ამავე დროს, ჰუმანური და ემოციური ადამიანი იყო, ემპათიის საოცარი უნარით

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა