ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #თიბისი

იაკობ გოგებაშვილი

27 ოქტომბერი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეა!

მის ცხოვრებაში ყველაფერი ემორჩილებოდა ორ რამეს: წიგნებს და ავადმყოფობას.
ახალგაზრდობაში ჭლექით იყო ავად და ავადმყოფობა შეჩერებული ჰქონდა, მაგრამ არა მორჩენილი.
ერიდებოდა ორპირში ყოფნას, კარგ ამინდშიც პლედს შემოისხამდა.
მისი დამოკიდებულება ჯანმრთელობის მიმართ ხალისს ბადებდა. დაცინვას - არასოდეს.
არ იყო ისეთი კაცი, იოლად დაგეცინათ. ზუსტი იყო. დაგვიანებაზე გიჟდებოდა.
ხელგაშლილი კაცი იყო... დროის ტარებაში ფულის ხარჯვა არ უყვარდა.
ფაეტონში ჩამჯდარმაც კი ზუსტად იცოდა ვის უნდა დაეპატიჟა და ვინ უნდა დაეპატიჟა თვითონ.
საჩუქრის გარეშე არ დატოვებდა არცერთ მესტამბეს, არცერთ გამავრცელებელს.
თავისი ლიტერატურული შრომით ცხოვრობდა. ქონდა შემოსავალი და ძალიან კარგი.

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა: 
ყველა სახელმძღვანელო და წიგნი, სტატიები, დაუბეჭდავი ხელნაწერები, დაუმთავრებელი წიგნები, ბიბლიოთეკა და მიწის ნაკვეთი თბილისში.


"ისეთი მოკავშირის წყალობით, როგორიცაა სიმართლე, ერთხელაც არ დავმარცხებულვარ".
თქვენი ერთგული იაკობ გოგებაშვილი


წყარო:
აკა მორჩილაძე
ქართულის რვეულები - XIX საუკუნის სურათები
მარტო და მტკიცედ

#ამბებიპარტნიორებისგან

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა