გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

In Search of The Miraculous (სასწაულის ძიებაში)

14 თებერვალს, 19:00 საათზე ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და Window Project-ი წარმოგიდგენთ ქართველი ხელოვანების ჯგუფურ გამოფენას «In Search of The Miraculous» (სასწაულის ძიებაში).

გამოფენის სათაური ეკუთვნის ხელოვან ლევან მინდიაშვილის ნამუშევარს, მხატვარმა ნამუშევრების სერია «სასწაულის ძიება» ჰოლანდიელ კონცეპტუალისტ ხელოვანს - ბას იან ადერს მიუძღვნა, რომელმაც საკუთარი პერფორმანსით «სასწაულის ძიებაში» ატლანტიკის ოკეანის გადაცურვა სცადა და გაუჩინარდა. ამ პერფორმანსის შედეგად ერთგვარად წაიშალა ზღვარი ხელოვნებასა და ცხოვრებას შორის, დემონსტრირება მოხდა ისეთი მოცემულობის როგორიცაა ძიების, როგორც პროცესის უსასრულობა, და რომ თვით ძიების პროცესი ხდება სასწაული, რისკენაც ყოველი ჩვენთაგანი ცნობიერი ცხოვრების დაწყებისთანავე ვისწრაფვით.

 

ექსპოზიცია მოცემული კონცეპციის ქვეშ აერთიანებს 11 ქართველ ხელოვანს - უტა ბექაია, ლევან ჭელიძე, ლევან მინდიაშვილი, დარო სულაკაური, გიორგი ჩხეიძე, ტატო ახალკაციშვილი, ნათელა გრიგალაშვილი, ირინა თევზაძე, ლევან სონღულაშვილი, მამუკა ცეცხლაძე, რუსუდან ხიზანიშვილი. მხატვრებს აქ საკუთარი სასწაულის ძიების გზა აერთიანებთ.

მისამართი: რუსთაველის გამზ. N27 - ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა