გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ვაკანსია

ინდიგო ეძებს მოხალისეებს

ინდიგო იწვევს სტუდენტებს, ვისაც აინტერესებს ჩაერთოს ომგამოვლილი ადამიანების ზეპირი ისტორიების შეგროვების პროცესში. კონფლიქტით დაზარალებულთა ამბებზე ინდიგო დიდი ხანია მუშაობს.  2018 წელს შექმნილი მეხსიერების პორტალი თავს უყრის მათ ამბებს, ვინც 2008 წლის ომი გადაიტანეს. "მეხსიერების აღდგენა მომავლისთვის" ახალი პროექტია, რომელიც ომის გამოცდილებას იკვლევს და ზეპირ ისტორიებზე მუშაობას აგრძელებს.

მოხალისეებს შეუძლიათ ჩაერთონ მასალების დამუშავებასა და ტრანსკრიპტების მომზადებაში. ისინი ასევე მიიღებენ მონაწილეობას ინტერვიუების ჩაწერაშიც.

პროექტში მოხალისედ ჩართვა შეუძლია ნებისმიერს, ვისაც აინტერესებს კონფლიქტები, ომგამოვლილ ადამიანებთან მედიის მუშაობის სპეციფიკის შესწავლა, ზეპირ ისტორიებზე მუშაობა.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა 19 ივნისამდე  შეავსეთ აპლიკაცია

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა