ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #კვლევა

ინდიგოს მკითხველებს


ინდიგოს ძვირფასო მკითხველებო,

გვინდა გთხოვოთ 15 წუთი და პასუხი კითხვებზე, რომელიც ჩვენს მომავალ განვითარებას განსაზღვრავს.

ინდიგო ახალ საფეხურზე გადადის, ახალი გზების პოვნაზე უწევს ზრუნვა და ამ ეტაპზე კიდევ უფრო მკაფიო და ღირებული ხდება ის, რაც ჩვენი გამომცემლობის საფუძველშივე დევს - კავშირი აუდიტორიასთან. მკითხველის ნდობა და კეთილგანწყობა, ინტერესი და ინტერაქცია ისაა, რასაც ინდიგო ეყრდნობა და ვერასდროს დაკარგავს.

ამიტომ იმ ეკონომიკური მოცემულობის ფონზე, რაშიც შემცირებული მედიაბაზარი აღმოჩნდა, ინდიგოს განვითარებას ისევ ჩვენი მკითხველის მხარდაჭერით ვხედავთ.

კვლევაზე დაფუძნებული და სიღრმისეული, ორიგინალური პერსპექტივებით გამორჩეული და ახალი ფორმების ძიებით შექმნილი მედიაშინაარსი დღეს მხოლოდ გაორმაგებული ძალისხმევის შედეგია. თითოეული ღირებული და სოციალურ შედეგებზე გათვლილი ინიციატივა, რომელიც ინდიგოში მუშავდება, აუდიტორიის ლოიალობაზე დამოკიდებული კიდევ უფრო მეტად ხდება.

ამიტომ დგას მომენტი ინდიგოსთვის, როცა სწორედ თქვენი პასუხები განსაზღვრავს ჩვენი განვითარების გზას.

გიხდით დიდ მადლობას კვლევაში მონაწილეობისათვის, გვაქვს განცდა, რომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას თქვენთან ერთად ვიღებთ,

 

სიყვარულით,

ინდიგო

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა