გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ვერნერ ჰერცოგი

იქ, სადაც ოცნებობენ მწვანე ჭიანჭველები | ინტერვიუ ვერნერ ჰერცოგთან

ჩემზე რომ იყოს, ვერნერ ჰერცოგს უყოყმანოდ მივცემდი ნობელის პრემიას პოეზიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ამ კაცზე ბევრი შეიძლება ილაპარაკო, და ბოლომდე მაინც ვერ თქვა, ვინაა იგი. ესაა სიტყვის კაცი, ვინც საკუთარი ფეხსაცმელი შეჭამა ნაძლევის გამო. ესაა პერფექციონისტი კაცი, ვინც მსახიობებს მთაზე ხელით გადაათრევინა ნამდვილი გემი. ესაა ექსცენტრული კაცი, ვისი გადაღების მანერაზეც მუდამ ლეგენდებს ჰყვებიან. ესაა კერკეტი კაცი, ვისთვისაც სრულიად უცხოა ფუჭი რევერანსები და ბრტყელი პრანჭვები. ესაა ბუნტარი კაცი, ვინც მუდამ ჰყვება აუტსაიდერ ანტიგმირებზე, ზეკაცებსა და კაცუნებზე, რომლებიც უჯანყდებიან კულტურას, საზოგადოებას, ბუნებას... ესაა უკიდურესობების კაცი, ვინც მუდამ გამოწვევას უცხადებს ველურ ბუნებასაც და რუტინასაც. ესაა იმპროვიზაციების კაცი, ვინც თვლის, რომ ფილმები იბადება ბალაგანებიდან და სოფლის ბაზრებიდან, და არა აკადემიური ცოდნიდან, ვინც თვლის, რომ კინო უბირთა ხელოვნებაა და არა მეცნიერთა. ესაა ფეხით მოხეტიალე კაცი, ვინც ამ განჯადოებულ სამყაროში მუდამ პოულობს მოჯადოებულ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა