ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

მანანა ქოჩლაძე: დაგროვილი წინააღმდეგობა

ინტერვიუების სერიის მესამე ნაწილში მანანა ქოჩლაძეს ვესაუბრებით. საუბარი შეეხება გამოცდილებას, რომელიც ჰესების წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოებას დაუგროვდა, ბრძოლებს რომლებიც აქამდე იყო სვანეთში, აჭარაში და პანკისში და იმას თუ როგორ მიემართება ეს გამოცდილება რიონის ხეობის მოძრაობას. საუბარში ვასკვნით, რომ ნამახვანჰესის პროექტი ერთგვარი წყალგამყოფია, ძალაუფლებისთვისაც, რომელიც ცდილობს გაიტანოს დიდი ჰესების პროექტები და წინააღმდეგობისთვისაც, რომელიც ცდილობს მაქსიმალურად შეეწინააღმდეგოს გარემოსა და კულტურაზე დიდი მშენებლობების ზემოქმედებას.