გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ხუროთმოძღვრები
თეგები: #ესე, #წიგნი

მიფრინავენ წეროები

გააზრებულად პირველად მაშინ შემეშინდა, როცა ჩემს შეკითხვაზე, როგორ გავჩნდი-მეთქი, დედაჩემმა მიპასუხა, წერომ მოგიტანა ნისკარტით ნაჭერში გახვეულიო. მერე ხშირად მხვდებოდა თვალში ეს ილუსტრაცია საბავშვო წიგნებში და საბჭოთა პოლიკლინიკების კედლებზე: ცაში წერო ნისკარტში ჩვილით. ამას წინათ ფილმის „მიფრინავენ წეროები“ პოსტერი შემხვდა სადღაც, ღამით კი დამესიზმრა, რომ ეს ახმახი ჩიტები ჩვილებს ბომბებივით აყრიდნენ ქალაქს, და ისიც თანდათან ინგრეოდა, მიწასთან სწორდებოდა. მოკლედ, დედაჩემმა გაუცნობიერებლად მომიშორა, განმდევნა, უარმყო. მაშინ პირველად გავიაზრე, რომ მარტო ვარ. ამის შემდეგ უკვე შეუძლებელი გახდა დედის კალთასთან დაბრუნება.

ამ ამბიდან მალევე იყო, მოქეიფე კაცებმა სუფრასთან რომ მიხმეს და მათთვის პასპორტის ჩვენება მომთხოვეს. უცბად წარმოვიდგინე, როგორ მიჭერენ ვიღაც მთვრალი უცხოები და ძალით მხდიან შარვალს. ამ მახინჯი რიტუალით კაცების დიდ სამყაროში გადასვლა ფორმდებოდა. ამ კარნავალური აგრესიის კანიბალურმა იმპულსმა ისე შემაშინა, რომ უკანმოუხედავად გავიქეცი და სამზარეულოს კარადაში დავიმალე. სპ

ეს სტატია მხოლოდ გამომწერებისთვისაა. შეიძინე შენთვის სასურველი პაკეტი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა